1978 წლის მსოფლიო ჩემპიონი არგენტინელი ოსი არდილესი, მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე თავისი ნაკრების შანსებს ოპტიმიზმით უყურებს.
„ძალიან კარგი გუნდი გვყავს, რომელშიც მსოფლიო საუკეთესო ფეხბურთელი, ლიონელ მესი თამაშობს. ამის გათვალისწინებით, ყველა წინაპირობა მაქვს, რომ ოპტიმისტურად ვიყო განწყობილი.
რა თქმა უნდა, მესი ყურადღების ცენტრში იქნება. 2010 წლის მუნდიალზე იგი „ბარსელონაში" ბრწყინავდა, მაგრამ სანაკრებო თამაშებში მსგავსი წარმატებით არ გამოირჩეოდა. ახლა ყველაფერი პირიქითაა: მან „ბარსაში" საუკეთესო სეზონი ვერ ჩაატარა, მაგრამ არგენტინის ნაკრების მაისურით შესარჩევ მატჩებში ყველა გაგვაოცა, გაიტანა რა ყველაზე მეტი გოლი.
ვფიქრობ, ეს იმითაა განპირობებული, რომ საბელიამ თავისუფლად მოქმედების ნება მისცა. ახლა იგი გაცილებით ბედნიერად გამოიყურება არგენტინის ნაკრებში თამაშით", - აღნიშნა არდილესმა.