სპორტი
რობენს 5-3-2 სათამაშო სქემით წარმატების მიღწევის სჯერა
ავტორი: გიორგი კინტირაია
09 ივნისი, 2014. 14:05
ჰოლანდიის ნაკრების ნახევარმცველმა არიენ რობენმა განაცხადა, რომ 5-3-2 სათამაშო სქემა მის გუნდს მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებას მოუტანს.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთთან ამხანაგურ მატჩში განცდილი მარცხის შემდეგ (0:2), „ლომების" მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა გადაწყვიტა 4-3-3 -ს შეეშვას.
„საფრანგეთთან მატჩის შემდეგ ძალიან სერიოზული და ხანგრძლივი საუბარი გვქონდა ყველა ფეხბურთელთან. ჩვენ ვკამათობდით იმაზე, თუ რომელი სათამაშო სქემა იქნება საუკეთესო ამ გუნდისთვის.
მწვრთნელმა 5-3-2 ფორმაცია შემოგვთავაზა და ჩვენ ის მივიღეთ. ყოველთვის ვგრძნობთ ჰოლანდიური სკოლის გავლენას და მჯერა, რომ ჩვენი ძლიერი მხარე პოზიციურ თამაშშია, მაგრამ ამავდროულად, ზედმეტად არ უნდა გავიხსნათ", - განაცხადა რობენმა.
07 თებერვალი, 2016. 00:45
06 თებერვალი, 2016. 18:47
04 თებერვალი, 2016. 16:17
29 იანვარი, 2016. 10:58
27 იანვარი, 2016. 16:58
26 იანვარი, 2016. 23:00
26 იანვარი, 2016. 13:26
26 იანვარი, 2016. 11:49
25 იანვარი, 2016. 17:27
23 იანვარი, 2016. 15:05
23 იანვარი, 2016. 14:19