არგენტინის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ანხელ დი მარია, თავის ქვეყანას, 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, ფავორიტად მიიჩნევს.
„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეროვნულ ნაკრებში გამოსვლის საშუალება მომეცა. მართალია, ჩვენ რამდენიმე წლის წინ ერთად ვთამაშობდით, მაგრამ ახლა საკმარისად გავიზარდეთ ეროვნულ ნაკრებში სათამაშოდ. ერთად მუშაობა ყველასთვის კომფორტულია.
მსოფლიო ჩემპიონატის მოგება გვინდა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. გუნდს საკუთარი ძალების სწამს.
ჩვენი ერი მუნდიალზე გამარჯვებას ოცნებობს, მაგრამ სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ. რთულია შვიდი მატჩის ერთ დონეზე ჩატარება. ზოგიერთ მათგანში იღბალიც უნდა იყოს ჩვენს მხარეს.
გპირდებით, რომ ჩვენი ფეხბურთელები გამარჯვებისთვის ძალ-ღონეს არ დაიშურებენ. ფინალში უნდა გავიდეთ და შემდეგ თასი თავს ზემოთ ავწიოთ.
არგენტინა მუდამ ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნევა. წელს ჩემი აზრით გერმანიის, ესპანეთისა და ბრაზილიის გამორჩევა შეიძლება", - განაცხადა დი მარიამ AS-თან საუბრისას.