იტალიის ნაკრების ფორვარდი ჩირო იმობილე 14 ივნისს, იტალიისა და ინგლისის ნაკრებებს შორის დაპირისპირებაში, ძირითად შემადგენლობაში მოხვედრას იმედოვნებს.
ფლუმინენსესთან ამხანაგურ მატჩში, რომელიც 5:3 დასრულდა, იმობილე ჰეთთრიქით გამოირჩა.
„მწვრთნელის გადასაწყვეტია, რამდენად ვითამაშებ შაბათს. მე მის ნებისმიერ გადაწყვეტილებას მივიღებ. თუ ბალოტელი ითამაშებს, ეს იმას ნიშნავს, რომ მწვრთნელმა ამ ნაბიჯის გადადგმა მართლებურად მიიჩნია. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემი ადგილი დავიკავო.
ჩემი აზრით, ბალოტელისთან ერთად თამაშსაც შევძლებ, მაგრამ როტაცია ჩემს კომპეტენციაში არ შედის. პრანდელის გადასაწყვეტია, რომელიც არ განიხილება. მე თავდამსხმელი ვარ და იმით ვცოცხლობ, რომ გავიტანო. რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ ჩემი თამაშით", - განაცხადა იმობილემ Goal.com-თან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ ჩირო იმობილემ დორტმუნდის „ბორუსიასთან" კონტრაქტი გააფორმა. მისი ტრანსფერი გერმანელებს 19,5 მილიონი ევრო დაუჯდათ.