სპორტი
„შვეიცარიის მიზანი პლეი ოფში გასვლაა“ - რიკარდო როდრიგესი
ავტორი: გიორგი კინტირაია
09 ივნისი, 2014. 15:43
„ვოლფსბურგისა" და შვეიცარიის ნაკრების მცველი მსოფლიო ჩემპიონატს ოპტიმიზმით უყურებს.
„შვეიცარიის ნაკრებს დღეს ყველა დროის საუკეთესო გუნდი ჰყავს, რაც არ უნდა გაგვიკვირდეს, თუკი გავითვალისწინებთ, რომ მათი უმეტესობა ბუნდესლიგაში ასპარეზობს.
ჩვენ ბევრი ახალგაზრდა გვყავს, ისევე როგორც - ბევრი გამოცდილი. მოტივაცია საკმაოდ დიდი საიმისოდ, რომ კარგი დონის ფეხბურთის დემონსტრირება მოვახდინოთ.
რთული ჯგუფი გვყავს და ძალიან მნიშვნელოვანია პირველი შეხვედრის მოგება, შემდეგ კი ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. ჩვენი მიზანი პლეი ოფში გასვლაა და რომელი ადგილით იქნება ეს - დიდი მნიშვნელობა არ აქვს", - განაცხადა რიკარდო როდრიგესმა.
შეგახსენებთ, შვეიცარიის ეროვნული გუნდი ჯგუფში ეკვადორის, საფრანგეთისა და ჰონდურასის ნაკრებებს დაუპირისპირდება.
07 თებერვალი, 2016. 00:45
06 თებერვალი, 2016. 18:47
04 თებერვალი, 2016. 16:17
29 იანვარი, 2016. 10:58
27 იანვარი, 2016. 16:58
26 იანვარი, 2016. 23:00
26 იანვარი, 2016. 13:26
26 იანვარი, 2016. 11:49
25 იანვარი, 2016. 17:27
23 იანვარი, 2016. 15:05
23 იანვარი, 2016. 14:19