ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მცველმა დანი ალვეშმა განაცხადა, რომ ფინალში არგენტინის წინააღმდეგ თამაში სურს.
„არჩევა რომ შემეძლოს, ფინალში არგენტინის ნაკრებთან თამაშს ვამჯობინებდი. ეს ძალიან კარგი თამაში იქნებოდა. პრინციპულ მეტოქეზე გამარჯვება განსაკუთრებულ სიამოვნებას მოგვანიჭებს“, - განაცხადა ალვეშმა.
ბრაზილიელმა აქვე აღნიშნა, რომ მისი აზრით, „ბარსელონას“ ფორვარდი ნეიმარი ტურნირის მთავარი ვარსკვლავი გახდება.
„ნებისმიერი გუნდი, რომლის შემადგენლობაშიც მესი ან ნეიმარია, ბედნიერია იმით, რომ ჰყავს ისეთი ადამიანი, ვისაც შეიძლება დაეყრდნო. ჩემი აზრით, ჩვენი გუნდი ნეიმარზე არაა დამოკიდებული, მაგრამ სწორედ იგი დებს შედეგს“, - აღნიშნა დანიმ.
ამ ყოველივეს მიუხედავად, ბრაზილიელი მსოფლიო ჩემპიონატზე ფავორიტად ესპანეთის ნაკრებს მიიჩნევს.
„ესპანეთი მოქმედი ჩემპიონი და მთავარი ფავორიტია. მომწონს მათი თამაში. გერმანიაც იწვევს ჩემს სიმპატიებს. მათ ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავთ. არგენტინას საოცარი თავდასხმა ჰყავს, მაგრამ ბრაზილიაც ფავორიტია, რადგან სახლში ვთამაშობთ. ხალხი ნაკრებთანაა, ნაკრები კი ხალხთან“, - აღნიშნა „ბარსელონას“ 31 წლის მცველმა.