reportiori.ge - როგორ შევაჩეროთ პირლო - გაკვეთილი უილშირისგან
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 01 მარტი, 2025. 22:17
სპორტი
როგორ შევაჩეროთ პირლო - გაკვეთილი უილშირისგან
10 ივნისი, 2014. 15:01


ინგლისის ნაკრების ნახევარმცველმა ჯეკ უილშირმა მოგვითხრო, თუ როგორ გაუწევს მისი გუნდი წინააღმდეგობას იტალიის ნაკრების გამთამაშებელ ანდრეა პირლოს.


შეგახსენებთ, რომ ინგლისელები 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველ მატჩს, შაბათს, იტალიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ, უილშერი კი „იუვენტუსის" 35 წლის ნახევარმცველში „სამი ლომის" მთავარ პრობლემას ხედავს.


„ჩვენ მოედნის ცენტრში ორი მოთამაშე გვყავს, ერთი კი მათ ქვემოთ. სწორედ მისი ამოცანა იქნება პირლოს შეჩერება, რომელიც, ყველაფრის მიუხედავად, მაინც მიიღებს რამდენჯერმე ბურთს და სწორედ ამ დროს, დაცვის ხაზმა უნდა ითამაშოს კარგად და მისი პასები ჩაჭრას.

 

პირლო გუნდის საკვანძო, დიადი ფეხბურთელია. იგი გამთამაშებელია და კარგად ხედავს თამაშს. სწორედ იგი იწყებს შეტევებს. ჩვენ ეს კარგად ვნახეთ ევროპის ჩემპიონატზე 2 წლის წინ, როცა ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა", - განაცხადა უილშირმა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016