ინგლისის ნაკრების ნახევარმცველმა ჯეკ უილშირმა მოგვითხრო, თუ როგორ გაუწევს მისი გუნდი წინააღმდეგობას იტალიის ნაკრების გამთამაშებელ ანდრეა პირლოს.
შეგახსენებთ, რომ ინგლისელები 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველ მატჩს, შაბათს, იტალიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ, უილშერი კი „იუვენტუსის" 35 წლის ნახევარმცველში „სამი ლომის" მთავარ პრობლემას ხედავს.
„ჩვენ მოედნის ცენტრში ორი მოთამაშე გვყავს, ერთი კი მათ ქვემოთ. სწორედ მისი ამოცანა იქნება პირლოს შეჩერება, რომელიც, ყველაფრის მიუხედავად, მაინც მიიღებს რამდენჯერმე ბურთს და სწორედ ამ დროს, დაცვის ხაზმა უნდა ითამაშოს კარგად და მისი პასები ჩაჭრას.
პირლო გუნდის საკვანძო, დიადი ფეხბურთელია. იგი გამთამაშებელია და კარგად ხედავს თამაშს. სწორედ იგი იწყებს შეტევებს. ჩვენ ეს კარგად ვნახეთ ევროპის ჩემპიონატზე 2 წლის წინ, როცა ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა", - განაცხადა უილშირმა.