სპორტი
ჯაბა დვალი „ზესტაფონში“ დაბრუნდა
ავტორი: გიორგი კინტირაია
10 ივნისი, 2014. 17:08
საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონს", რომელიც ევროპალიგის მეორე შესარჩევი ეტაპისთვის მზადებას საკუთარ ქალაქში გადის, კიდევ ერთი ფეხბურთელი შეემატა. იმერული კლუბისა და თბილისის „დინამოს" შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, 29 წლის თავდამსხმელი ჯაბა დვალი კარიერას კვლავ იმერულ კლუბში განაგრძობს.
როგორც კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, დვალი „ზესტაფონის" ღირსებას მომდევნო 2 წელი, 1+1 პრინციპით დაიცავს.
წარმატებული კარიერის მანძილზე ჯაბას შემდეგ საფეხბურთო კლუბებში ასპარეზობდა:
„დინამო" (თბილისი) - 2003-2005, 2006.
„სიონი" (ბოლნისი) - 2005,
„ჩიხურა" (საჩხერე) - 2007,
„ოლიმპი" (რუსთავი) - 2007,
„დაჩია" (კიშინიოვი, მოლდოვა) - 2007-2009,
„ზესტაფონი" - 2009-2012,
„დინამო" (თბილისი) - 2012-2013,
„ყარაბახი" (აგდამი, აზერბაიჯანი) - 2014.
07 თებერვალი, 2016. 00:45
06 თებერვალი, 2016. 18:47
04 თებერვალი, 2016. 16:17
29 იანვარი, 2016. 10:58
27 იანვარი, 2016. 16:58
26 იანვარი, 2016. 23:00
26 იანვარი, 2016. 13:26
26 იანვარი, 2016. 11:49
25 იანვარი, 2016. 17:27
23 იანვარი, 2016. 15:05
23 იანვარი, 2016. 14:19