სპორტი
ლამი მუნდიალზე ნახევარდაცვაში ითამაშებს
ავტორი: გიორგი კინტირაია
10 ივნისი, 2014. 17:21
ბრაზილიაში გასამართ 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ფილიპ ლამი ნახევარდაცვაში ითამაშებს და არა მის ჩვეულ პოზიციაზე - დაცვის მარჯვენა ფლანგზე.
გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა ხოსეპ გვარდიოლას „ბაიერნისგან" აიღო მაგალითი და გადაწყვიტა ფილიპ ლამი დაცვიდან ნახევარდაცვაში აწიოს. ამის შესახებ The Guardian იუწყება.
ამავდოულად, თავად ლამმა განაცხადა, ჯერ კიდევ არ იცის რომელ პოზიციაზე მოუწევს მუნდიალზე ასპარეზობა.
„ამის შესახებ მწვრთნელს უნდა ჰკითხოთ, ეს მის კომპეტენციაშია - გაახმაუროს მისი გადაწყვეტილებები, მაგრამ უკანასკნელ ამხანაგურ მატჩში მოედნის ცენტრში ვთამაშობდი. ასე რომ, პირადად მე მოველი, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ნახევარდაცვაში ვითამაშებ", - განაცხადა ლამმა.
07 თებერვალი, 2016. 00:45
06 თებერვალი, 2016. 18:47
04 თებერვალი, 2016. 16:17
29 იანვარი, 2016. 10:58
27 იანვარი, 2016. 16:58
26 იანვარი, 2016. 23:00
26 იანვარი, 2016. 13:26
26 იანვარი, 2016. 11:49
25 იანვარი, 2016. 17:27
23 იანვარი, 2016. 15:05
23 იანვარი, 2016. 14:19