reportiori.ge - „პსჟ“ ლევაცის გაშვებას აღარ აპირებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 01 მარტი, 2025. 22:39
სპორტი
„პსჟ“ ლევაცის გაშვებას აღარ აპირებს
11 ივნისი, 2014. 12:11


არგენტინელი ფორვარდის გადმობირებაზე პრეტენზიას მრავალი კლუბი აცხადებს, თუმცა პარიზელები მასთან გამომშვიდობებას აღარ აპირებენ.


Lequipe-ს ცნობით, „პსჟ"-ს, ეზეკელ ლავეცის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით მილანის „ინტერმა" მიმართა, მაგრამ ფრანგებმა იტალიელები უარით გაისტუმრეს.


უფრო მეტიც, უახლოეს დღეებში „პსჟ"-ს ხელმძღვანელობა და ლავეცი ახალი კონტრაქტის პირობების შესათანხმებლად აპირებენ შეხვედრას.


„ინტერი" ერთი წელია ცდილობს ლავეცის გადმობირებას. იტალიელები ტრანსფერის განხორციელებასთან ზამთარში ძალიან ახლოს იყვნენ, თუმცა მოლაპარაკებები მაშინაც ჩაიშალა. ახალი არავისთვისაა, რომ „ინტერის" ხელმძღვანელობა სამხრეთამერიკელებზე ნადირობს და „პსჟ"-დან ლავეცისა და პასტორეს საკუთარ რიგებში ხილვა სურს.


ლიგა 1-ის გასულ სეზონში 29 წლის თავდამსხმელმა 34 მატჩში 9 გოლის გატანა შეძლო.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016