reportiori.ge - ლუკაკუ შესაძლოა დიეგო კოსტას ტრანსფერის ნაწილი გახდეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 01 მარტი, 2025. 22:20
სპორტი
ლუკაკუ შესაძლოა დიეგო კოსტას ტრანსფერის ნაწილი გახდეს
11 ივნისი, 2014. 12:10


როგორც Evening Standard იუწყება, ბელგიელმა ფორვარდმა, დიეგო კოსტას „ჩელსიში" ტრანსფერი გამო, შესაძლოა „ატლეტიკოს" შემადგენლობა შეავსოს.


ფორვარდი, რომლითაც ევროპის დიდი კლუბები არიან დაინტერესებული, დიდი ალბათობით მადრიდში გადასახლდება. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი დიეგო კოსტასა და ფილიპე ლუისის ხმამაღალ ტრანსფერებს „ჩელსი" განახორციელებს. მადრიდული კლუბი ფეხბურთელების სანაცვლოდ 50 მილიონ ფუნტს ითხოვს.


თავის დროზე, რომელუ ლუკაკუ „ჩელსიში" „ანდერლეხტიდან" 18 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გადავიდა, რის შემდეგაც, „ვესტ ბრომსა" და „ევერტონში" არენდის წესით გამოდიოდა. ბელგიელს „ჩელსიში" თითქმის არ უთამაშია და მისი სურვილი, დატოვოს „სტემფორდ ბრიჯი", საკმაოდ ლოგიკურია. თავად ფეხბურთელის თქმით, ახლა მისი გონება სხვა რამეზე ფიქრობს.


„ჩელსი" უდაოდ დიდი კლუბია და მე მაქვს კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც მას ვეკუთვნი. ამიტომ, ჩემთვის რთულია კომენტარი გავაკეთო „ატლეტიკოში" გადასვლასთან დაკავშირებით. უპირველეს ყოვლისა, ბედნიერი ვარ, რომ სათამაშო კუთხით სერიოზული პროგრესი განვიცადე. „ევერტონში" გამოსვლა, რომელსაც ყოველ მატჩში 60%-ზე მეტი ბურთის ფლობა აქვს, კარგი სკოლა იყო ჩემთვის. ლივერპულურ კლუბში არენდა, ჩემს კარიერაში საუკეთესო ნაბიჯი იყო", - განაცხადა ლუკაკუმ. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016