ბრაზილიაში გასამართ 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნამდე 1 დღე რჩება. გუნდები უკვე იმყოფებიან ბრაზილიაში, სადაც ვარჯიშებს მართავენ. AS სპორტმა ესპანეთის ნაკრების ვარჯიშის საინტერესო კადრები გაავრცელა.
ვისენტე დელ ბოსკე, ბოლო ხანებში, გამუდმებით ამტკიცებდა, რომ ესპანეთის ნაკრებმა ტრანსფორმაცია განიცადა და სრულიად სხვა სათამაშო სტილს შემოგვთვაზებს, თუმცა „ფიცი გვწამს, ბოლო გვაკვირვებს". AS-მა გაავრცელა ესპანეთის ნაკრების ვარჯიშის კადრები, სადაც ჩანს თუ რაოდენ დიდ ყურადღებას და დროს უთმობს დელ ბოსკე ვარჯიშის დროს სათამაშო სტილ „ტიკი-ტაკას". ამაში გასაკვირი ალბათ არც არაფერია, თუკი გავითვალისწინებთ, რომ მოქმედი მსოფლიო ჩემპიონების ძირითადი შემადგენლობის ნახევარდაცვა სრულად „ბარსელონადანაა" წარმოდგენილი და ასე მოკლე დროში სათამაშო სტილის შეცვლა თითქმის წარმოუდგენელია.
ბევრი რომ არ ვისაუბროთ, გთავაზობთ AS-ის მიერ გავრცელებულ ვიდაო-მასალას, სადაც კარგად ჩანს ესპანეთის ნაკრების „ტიკი-ტაკა" ვარჯიშზე: