სპორტი
უელბეკმა ტრავმა მიიღო
ავტორი: გიორგი კინტირაია
11 ივნისი, 2014. 13:38
მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრების სტარტის აღებამდე რამდენიმე დღით ადრე, დანი უელბეკმა ტრავმა მიიღო.
ვარჯიშის დროს უელბეკმა თეძო დაიზიანა და მეოდანი დროზე ადრე დატოვა. დაზიანებული ნაწილი ბინტით იყო გახვეული, თავად ფეხბურთელი კი, საგრძნობლად კოჭლობდა.
შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრები მუნდიალზე სტარტს 15 ივნისს, იტალიის ნაკრების წინააღმდეგ მატჩში აიღებს.
უახლოეს დროში უელბეკი სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რომელიც ტრავმის სირთულეს დაადგენს. Sky Sports-ის ვარაუდით, იგი იტალიელებთან მატჩში ვერ ითამაშებს.
პრესა უკვე ეძებს ფეხბურთელებს, რომლებსაც შეეძლებათ ძირითად შემადგენლობაში დანის შეცვლა. ამ პოზიციაზე ინგლისის ნაკრებს რეზერვში როს ბარკლი და რაჰიმ სტერლინგი ჰყავს.
07 თებერვალი, 2016. 00:45
06 თებერვალი, 2016. 18:47
04 თებერვალი, 2016. 16:17
29 იანვარი, 2016. 10:58
27 იანვარი, 2016. 16:58
26 იანვარი, 2016. 23:00
26 იანვარი, 2016. 13:26
26 იანვარი, 2016. 11:49
25 იანვარი, 2016. 17:27
23 იანვარი, 2016. 15:05
23 იანვარი, 2016. 14:19