ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ბომბარდირი რონალდო დიდად არ განაწყენდება, თუ მიროსლავ კლოზე მსოფლიო ჩემპიონატზე მის რეკორდს დაამხობს.
ფენომენმა 1998, 2002 და 2006 წლებში მსოფლიო ჩემპიონატზე 15 გოლი გაიტანა. გერმანიის ნაკრების ფორვარდ მიროსლავ კლოზეს მისი მეოთხე მუნდიალის წინ, აქტივში 14 გოლი აქვს (2002, 2006 და 2010 წლების მსოფლიო ჩემპიონატზე).
„თუ ვინმე მაჯობებს, დაე ასე იყოს. მეც ვიღაცას ვაჯობე და ვხვდები, რომ ჩემი რეკორდი მუდმივი არაა.
კლოზეს შეუძლია ჩემი რეკორდის მოხსნა, მაგრამ ეს არ მიკარგავს იმ ყველაფერს, რასაც ნაკრებთან ერთად მივაღწიე", - განაცხადა რონალდომ.
გარდა ამისა, „კიჭა" კრიშტიანუ რონალდუსგან უფრო მეტს მოელის, ვიდრე ლიონელ მესისგან.
„მესიმ უნდა გადადგას ეს უკანასკნელი ნაბიჯი მსოფლიო ჩემპიონატზე, თუ უნდა, რომ ერთ-ერთ დიადად აღიქმებოდეს. მსოფლიოს ჩემპიონობა მოთამაშეს უკვდავყოფს, მაგრამ დღეს მე ფსონს კრიშტიანუ რონალდუზე ვდებ", - აღნიშნა რონალდომ.