NBA-ს ფინალურ დაპირისპირებაში, შარშანდელის მსგავსად, „მაიამი ჰიტი" და „სან ანტონიო სპურსი" ტიტულის მოსაპოვებლად იბრძვიან.
შეგახსენებთ, რომ ფინალური სერიის პირველ დაპირისპირებაში „სან ანტონიომ" გამარჯვება მოიპოვა (110:95), მეორე მატჩში კი „მაიამიმ" გაათანაბრა (96:98). დღეს ფინალური სერიის მესამე მატჩი გაიმართა და „სპურსი" კვლავ წინ გაიჭრა.
„მაიამი ჰიტი" - „სან ანტონიო სპურსი" 92:111 (25:41, 25:30, 25:15, 17:26)
„მაიამის" რიგებში კარგი შეხვედრა ჩაატარეს უეიდმა (22 ქულა), ჯეიმსმა (22 ქულა, 5 მოხსნა, 7 გადაცემა, 5 ჩაჭრა), ლუისმა (14 ქულა) და ალენმა (11 ქულა).
„სან ანტონიოს" მაისურით კი თავი გამოიჩინეს ლეონარდმა (29 ქულა), პარკერმა (15 ქულა), გრინმა (15 ქულა, 5 ჩაჭრა), დანკანმა (14 ქულა, 6 მოხსნა), ჯინობილიმ (11 ქულა) და დიაომ (9 ქულა, 5 მოხსნა).
გთავაზობთ „სან ანტონიოსა" და „მაიამის" ფინალური სერიის მესამე დაპირისპირების ვიდეო მიმოხილვას: