სპორტი
სუარესი ურუგვაის პირველ მატჩში მონაწილეობის მისაღებად ძალებს არ იშურებს
ავტორი: გიორგი კინტირაია
11 ივნისი, 2014. 15:39
ფეხბურთელი მუხლის ტრავმის შემდეგ რეაბილიტაციას გადის, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კი ჯერ არ იცის, შეძლებს თუ არა ლუისი კოსტა რიკასთან მატჩში თამაშს.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლუის სუარესი დამატებით ვარჯიშს გადის, რათა მსოფლიო ჩემპიონატის სტარტისთვის საჭირო კონდიციები დაუბრუნოს.
არის ალბათობა, რომ ურუგვაის ნაკრების ლიდერი კოსტა რიკასთან შეხვედრაში მოედანზე ვიხილოთ.
„ლუისი ძალიან კონცენტრირებულია. ვარჯიშზე დიდ სამუშაოს ასრულებს, რათა რაც შეიძლება მალე დაიბრუნოს ფორმა", - განაცხადა სუარესის თანაგუნდელმა ნაკრებში კრისტიან როდრიგესმა.
დასაწყისისთვის ურუგვაის ნაკრები კოსტა რიკას დაუპირისპირდება, შემდეგ ინგლისს, ჯგუფის ბოლო შეხვედრას კი, იტალიის წინააღმდეგ გამართავს.
07 თებერვალი, 2016. 00:45
06 თებერვალი, 2016. 18:47
04 თებერვალი, 2016. 16:17
29 იანვარი, 2016. 10:58
27 იანვარი, 2016. 16:58
26 იანვარი, 2016. 23:00
26 იანვარი, 2016. 13:26
26 იანვარი, 2016. 11:49
25 იანვარი, 2016. 17:27
23 იანვარი, 2016. 15:05
23 იანვარი, 2016. 14:19