სპორტი
კიდევ ერთი ქართველი კვიპროსულ „ომონიაში“ გადავიდა
ავტორი: გიორგი კინტირაია
11 ივნისი, 2014. 18:09
კიდევ ერთმა ქართველმა გააფორმა კონტრაქტი ნიქოზის „ომონიასთან", ამჯერად - 27 წლის ნახევარმცველმა შოთა გრიგალაშვილმა. ამის შესახებ კვიპროსული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენწლიანია შეთანხმება.
გრიგალაშვილმა საკმაოდ კარგი სეზონი ჩაატარა „ანორთოსისში", რომელიც სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილს დასჯერდა. რაც შეეხება ნიქოზურ კლუბს, მან სეზონი მეხუთე ადგილით დაასრულა. უნდა აღინისნოს, რომ „ომონია" კვიპროსზე ყველაზე ტიტულოვანი კლუბია, რომელსაც ჩემპიონობა 20-ჯერ აქვს მოპოვებული, ხოლო ქვეყნის თასი 14-ჯერ, თუმცა უკანასკნელად ჩემპიონი 2010 წელს გახდა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ „ომონიაში" საქართველოს ეროვნული ნაკრების 23 წლის მცველი ლევან კაკუბავაც გადავიდა.
07 თებერვალი, 2016. 00:45
06 თებერვალი, 2016. 18:47
04 თებერვალი, 2016. 16:17
29 იანვარი, 2016. 10:58
27 იანვარი, 2016. 16:58
26 იანვარი, 2016. 23:00
26 იანვარი, 2016. 13:26
26 იანვარი, 2016. 11:49
25 იანვარი, 2016. 17:27
23 იანვარი, 2016. 15:05
23 იანვარი, 2016. 14:19