Goal.com-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, „ჩელსის" პორტუგალიელმა თავკაცმა არჩევანი გააკეთა და გუნდის პირველი ნომერი მომავალ სეზონში ტიბო კურტუა იქნება.
როგორც ირკვევა, „არისტოკრატები" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, პეტერ ჩეხის გაყიდვას აპირებენ, რომელსაც ტრანსფერზე დააყენებენ.
კურტუას ლონდონურ კლუბთან ამჟამად 2-წლიანი კონტრაქტი აკავშირებს. როგორც ირკვევა, მოურინიოს მასთან 5-წლიანი კონტრაქტის დადება სურს, ჩეხით დაინტერესებული კლუბების წინადადებებს კი მოუთმენლად ელის.
შეგახსენებთ, რომ ბელგიის ეროვნული ნაკრების კარის დარაჯი ტიბო კურტუა გასულ სეზონში, არენდის წესით, მადრიდის „ატლეტიკოში" გამოდიოდა, ლონდონური კლუბი კი მის იჯარით გაშვებას აღარ აპირებს.
რაც შეეხება ჩეხს, იგი „ჩელსიში" „რენიდან" 2004 წელა გადავიდა და ლონდონური კლუბის ღირსება 479 მატჩში დაიცვა.