reportiori.ge - პასუხი აფხაზეთიდან დავით ზალკალიანს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 10:57
კონფლიქტები
პასუხი აფხაზეთიდან დავით ზალკალიანს
11 ივნისი, 2014. 20:44


ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი ხინთბა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, დავით ზალკალიან  განცხადებას პასუხობს, რომლის თანახმად,  ოკუპირებული აფხაზეთის ქალაქებისა და იტალიის რამდენიმე ქალაქს შორის დამეგობრების ხელშეკრულებების გაფორმებას, "მთელ ამ პროცესს ხელმძღვანელობს ერთი პიროვნება, რომელსაც აფხაზი მეუღლე ჰყავს".


"აქ იდუმალი გარდაქმნების მთელი სერიაა. პირველი - მაურო მურჯია უცებ მაურო ბორჯო გახდა. როგორც ჩანს, ვიღაცას გაახსენდა ჩეზარე ბორჯია, ძალით, ეშმაკობითა და ვაჟკაცობით ცნობილი, რომლითაც აღფრთოვანებული იყო ნიკოლო მაკიაველი. თუმცა, ჩვენი მაურო არც ისეთი სასტიკი და სისხლიანია. მეორე - მაურო მურჯიას ნებართვის გარეშე ის აფხაზზე დააქორწინეს. საწყენია, რომ ჩვენ ამის შესახებ არაფერი ვიცოდით. "დაბის ტიპის მცირე დასახლებები" უწოდო ქალაქებს, სადაც 30 000 ადამიანი ცხოვრობს, სულ მცირე, უსამართლობაა პატარა საქართველოს წარმომადგენლის მხრიდან. ზუსტად იმიტომ, იტალიურ ქალაქებთან შეთანხმებებს აქვს ყველანაირი სამართლებრივი საფუძველი, რომელიც მომდინარეობს ევროპული და იტალიური კანონმდებლობისგან თვითმმართველობების შესახებ, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრო კონსტიტუციურად არ არის უფლებამოსილი, წინ აღუდგეს მუნიციპალიტეტების მიერ მსგავსი შეთანხმებების გაფორმებას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უწევს ასეთი არადამაჯერებელი თამაში საკუთარ მოსახლეობასთან. რაზე არ წახვალ, რომ დაამტკიცო ის, რაც არ მტკიცდება. დავით ზალკალიანი ჭკვიანი ადამიანია, ამიტომ ვიჩქარებ, მთელი ეს აბსურდი მის დაუდევარ თანაშემწეებს დავაბრალო", - აცხადებს ირაკლი ხინთბა.


დავით ზალკალიანის თქმით, საქართველოს იტალიური მხარისგან აქვს რწმუნება, რომ აფხაზეთთან ყველა ე.წ. ორმხრივი, დაძმობილების შესახებ ხელშეკრულება ბათილად იქნება ცნობილი.


 

‹ წინა123...89შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016