reportiori.ge - IRB თბილისის თასი 2014-ის გათამაშებამდე ორი დღე რჩება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 03 მარტი, 2025. 01:10
სპორტი
IRB თბილისის თასი 2014-ის გათამაშებამდე ორი დღე რჩება
12 ივნისი, 2014. 16:39


ყოველწლიური საერთაშორისო ტურნირის IRB თბილისის თასი 2014-ის გათამაშების დაწყებამდე სულ რამდენიმე დღე რჩება. წლევანდელ გათამაშებაში საქართველოს და ესპანეთის ნაკრებები, მზარდი იტალია (A ნაკრები) და არგენტინელი იაგუარები (A ნაკრები) მიიღებენ მონაწილეობას.


დღეს, ავჭალის სარაგბო სტადიონის საპრესკომფერენციო დარბაზში წინასატურნირო შეხვედრა გაიმართა. ჟურნალისტთა კითხვებს პასუხი გუნდების კაპიტნებმა და მწვრთნელებმა გასცეს.


„ყველაფერს გავაკეთებთ რომ თასი დავიტოვოთ. მოგეხსენებათ ძირითადის ბიჭები გვაკლია და ძალიან გაგვიჭირდება, თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ იმის დასამტკიცებლად, რომ მსოფლიო თასზე მოხვედრის ღირსნი ვართ. კარგი ტურნირია, მოგეხსენებათ, მას რუმინეთი მასპინძლობდა და ყოველთვის მსიამოვნებდა იქ თამაში", - შალვა სუთიაშვილი (საქართველოს ნაკრების კაპიტანი).


„რა თქმა უნდა, გამარჯვება გვინდა და იმედი მაქვს, რომ თასს ჩვენ მოვიპოვებთ, მაგრამ ჩვენი მთავარი მიზანია გუნდი შეთამაშდეს. არასდროს მითამაშია საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ, მაგრამ ვიცი, რა მდგრადად განვითარებული გუნდია, კარგად მომზადებული და ფიზიკურად ძლიერი. საინტერესო და მძიმე მატჩები გველის", - ლისანდრო აუალი (არგენტინის A ნაკრების კაპიტანი).


„პირველად ვართ ამ ტურნირზე. ჩვენი გუნდი ძირითადად ახალგაზრდა მორაგბეებითაა დაკომპლექტებული და გვიხარია მოწინავე გუნდების წინააღმდეგ თამაშის საშუალება რომ მოგვეცემა", - პაბლო ფეიხო (ესპანეთის ნაკრების კაპიტანი).


„ჩვენთვის დიდი პატივია აქ ყოფნა. ჩვენი გუნდიც ახალგაზრდა მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული და მიუხედავად იმისა, რომ თასისთვის ვიბრძოლებთ, ჩვენი მთავარი მიზანი ახალგაზრდა მორაგბეთა განვითარებაა. გვინდა სიამოვნება მივიღოთ თამაშით. რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, ფიზიკურად ნამდვილად ძლიერები არიან, ამასთანავე სახლში თამაშობენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ორმაგად მობილიზებულნი იქნებიან რომ საკუთარ კედლებში გამარჯვება მოიპოვონ", - ტომაზო კასტელო (იტალიის A ნაკრების კაპიტანი).


წინასატურნიროდ თავიანთი გუნდები ნაკრებების მწვრთნელებმაც შეაფასეს:


„იმით დავიწყოთ, რომ თასი არ მოგვიგია და რომელ დატოვებაზეა საუბარი? ჯერ ვიბრძოლოთ და მოვიპოვოთ იგი. გუნდში ბევრი ახალგაზრდა გვყავს, მაგრამ გამოცდილების ნაკლებობასაც არ განვიცდით. მოთამაშეებმა უნდა დაგვანახონ რა შეუძლიათ. სარაგბო კუთხით საქმის შესრულებაა მთავარი. შაბათს პირველი ტესტი მოგვიწევს ესპანელებთან. ეს ტურნირი კარგად გვიჩვენებს, თუ რა შეგვიძლია", - მილტონ ჰეიგი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი).


„გამარჯვება გვინდა, მაგრამ მთავარი ამოცანა ისაა, რომ განვითარებადი გუნდი გვყავს და მომავალი მსოფლიო თასისთვის განვიხილავთ მორაგბეებს", - ბენატო ურდანეტა (არგენტინის ნაკრების მწვრთნელი).


„მომავალი პერსპრექტივის დანახვა გვინდა. ჩვენი მოთამაშეების უმეტესობა 23 წელს ქვემოთაა და ისინი ძირითადად ეროვნულ ჩემპიონატში ასპარეზობენ. მხოლოდ ერთ მათგანს აქვს ეროვნულ ნაკრებში თამაშის გამოცდილება. საქართველოს რაგბის კუთხით განვითარება ცხადია. ჩვენ თანაბარი გუნდები ვართ. საქართველოს წინააღმდეგ თამაში ნებისმიერი მეტოქისთვის ძალიან რთულია. საინტერესო იქნებოდა ჩვენი დაპირისპირება, თუმცა ეს მხოლოდ ჩვენზე არაა დამოკიდებული", - ანდრეა დუოდო (იტალიის ნაკრების მწვრთნელი).


„ჩვენთვის დიდი პატივია აქ ყოფნა და ასეთი მეტოქეების წინააღმდეგ თამაში. ესპანეთის ნაკრების მთავარი მიზანი 2019 წლის იაპონიის მსოფლიო თასისთვის მომზადება და მორაგბეთა განვითარებაა", - სანტიაგო სანტოსი (ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი).


შეგახსენებთ, რომ ტურნირის შეხვედრები 14, 18 და 22 ივნისს, ავჭალის სარაგბო სტადიონზე გაიმართება. თითო სათამაშო დღეს ორ-ორი მატჩი გაიმართება რომლებიც შესაბამისად 17:00 და 19:00 საათზე დაიწყება.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016