reportiori.ge - „მთავარია მოედნის ცენტრი არ დავთმოთ“ - მოდრიჩი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 03 მარტი, 2025. 01:11
სპორტი
„მთავარია მოედნის ცენტრი არ დავთმოთ“ - მოდრიჩი
12 ივნისი, 2014. 18:22


დღეს გაისმება მსაჯის პირველი სასტვენი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატს გახსნილად გამოაცხადებს. სასტარტო მატჩში ერთმანეთს ბრაზილია და ხორვატია დაუპირისპირდებიან. ბრაზილიასთან გასამართი მატჩის წინ, ხორვატი ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი ჟურნალისტებს გაესაუბრა.


ამ შეხვედრაზე საუბრისას, ხორვატიის ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ლუკა მოდრიჩმა აღიარა, რომ მეტოქის დაძლევა ძალიან რთული იქნება, მაგრამ თავად ლუკა და მისი პარტნიორები ბრაზილიელებს იოლ გასეირნებას არ პირდებიან.


„ჩვენ ვხვდებით, რომ ბრაზილიას საკუთარ მიწაზე გამარჯვებით სურს სტარტი აიღოს. ეს ფენომენალური გუნდია, რომლის შემადგენლობაშიც მსოფლიო დონის ფეხბურთელები თამაშობენ: მარსელო, ტიაგო სილვა და ნეიმარი.

 

ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ერთ ტემპში უნდა ვისუნთქოთ. არც ერთი ჩვენგანი არ უნდა ამოვარდეს გუნდური თამაშიდან, რადგან ასეთი პროფესიონალები შეცდომას არ პატიობენ.

 

მთავარია მოედნის ცენტრი არ დავთმოთ. არანორმალური სამუშაო უნდა გავწიოთ, რომ ბრაზილია შევაჩეროთ, მაგრამ დანებებას არ ვაპირებთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ", - განაცხადა მადრიდის „რეალისა" და ხორვატიის ნაკრების გამთამაშებელმა ლუკა მოდრიჩმა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016