reportiori.ge - „მსოფლიო ჩემპიონატი გამარჯვებით უნდა დავიწყოთ“ - დავიდ ლუისი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 03 მარტი, 2025. 01:12
სპორტი
„მსოფლიო ჩემპიონატი გამარჯვებით უნდა დავიწყოთ“ - დავიდ ლუისი
12 ივნისი, 2014. 18:28


ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მცველმა დავიდ ლუისმა თავისი გუნდის სამუნდიალო პერსპექტივებზე ისაუბრა.


„ჩვენ მოვიგეთ კონფედერაციის თასი, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატი სხვა დონის ტურნირია. წინა შედეგებს ფეხბურთში მნიშვნელობა არასდროს ჰქონია. როგორმე უნდა დავივიწყოთ ის, რაც შარშან მოხდა და კონცენტრირება აწმყოზე მოვახდინოთ. სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ ამოცანებს, რომლებიც ახლა ჩვენს წინაშე დგას.

 

კონფედერაციის თასის მოგება სასიამოვნო იყო. კარგი იქნება თუკი მსგავს წარმატებას წელსაც მივაღწევთ", - განაცხადა ლუისმა.


„პსჟ"-ში გადასულმა ბრაზილიელმა რამდენიმე სიტყვა მუნდიალის სასტარტო მატჩზეც თქვა და მეტოქე შეაფასა.


„ხორვატია ძლიერი გუნდია მასთან დაპირისპირება იოლი არ იქნება. მეტოქის შემადგენლობა კარგი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, რომელთაც უნდათ მთელ მსოფლიოს დაანახონ თავიანთი პოტენციალი. მსოფლიო ჩემპიონატი გამარჯვებით უნდა დავიწყოთ", - აღნიშნა დავიდ ლუისმა.


შეგახსენებთ, რომ 2014 წლის ბრაზილიის მსოფლიო ჩემპიონატი სტარტს დღეს, თბილისის დროით 00:00 საათზე აიღებს


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016