736 ფეხბურთელი და 32 მწვრთნელი - ისინი მზად არიან ბრაზილიური „კარნავალისთვის"! მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე, გთავაზობთ მასში მონაწილეთა რაიმე ნიშნით ყველაზე განსაკუთრებულების ჩამონათვალს. გთავაზობთ საინტერესო, უინტერესო, მნიშვნელოვან და უაზრო სტატისტიკურ მონაცემებს მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეთა შესახებ.
მუნდიალის ანთროპომეტრია:
736 ფეხბურთელიდან ყველაზე ზრდასრული კოლუმბიელი ფარიდ მონდრაგონია (მსოფლიო ჩემპიონატის დაწყების დღეს მას 42 წელი და 356 დღე შეუსრულდა. 43 წლის იუბილეს იგი ტურნირის მიმდინარეობისას იზეიმებს).
ყველაზე ახალგაზრდა - კამერუნელი ფაბრის ოლინგა (18 წლის და 31 დღის).
ყველაზე მაღალი - ინგლისელთა მეკარე ფრეიზერ ფორსტერი (201 სმ).
ყველაზე დაბალი - ჰონდურასელი მარვინ ჩავესი (156 სმ).
32 ნაკრებიდან გამოირჩევიან:
ყველაზე ასაკოვნები - არგენტინა (საშუალოდ 28 წელზე მეტი);
ყველაზე ახალგაზრდები - განა (საშუალოდ დაახლოებით 25 წელი);
ყველაზე მაღლები - გერმანია (საშუალოდ 185 სმ-ზე ოდნავ მაღლები);
ყველაზე დაბლები - ჩილე (საშუალოდ 176 სმ-ზე ოდნავ დაბლები).
დეკადების მიხედვით:
24 ფეხბურთელი 70-იან წლებშია დაბადებული (3,26%);
625 ფეხბურთელი - 80-იანებში (84,91%);
87 ფეხბურთელი - 90-იანებში (11,82%);
7 მწვრთნელი - 40-იანებში (21.8%);
12 მწვრთნელი - 50-იანებში (37,5%);
11 მწვრთნელი - 60-იანებში (34,3%);
2 მწვრთნელი - 70-იანებში (6,25%).
გამოცდილების მიხედვით:
- მონაწილეთა მხოლოდ 32%-ს აქვს მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის გამოცდილება. ამასთანავე, მუნდიალზე დებიუტი აქვს ბოსნიის ნაკრებს
- ეს უკვე მეხუთე მსოფლიო ჩემპიონატია იტალიის ნაკრების მეკარე ჯანლუიჯი ბუფონისთვის. 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონებიდან 4 ფეხბურთელი დღესაც ირიცხება იტალიის ნაკრებში: ბუფონი, პირლო, დე როსი, და ბარცალი. ესპანეთის ნაკრებში 2010 წლის ტიტულოვნებიდან 16 დღევანდელ 23-კაციან განაცხადშია.
- ყველაზე დიდი გამოცდილება სანაკრებო თამაშებში ესპანელ იკერ კასილიასს აქვს (154 მატჩი 2000 წლიდან). ყველაზე მეტი გატანილი გოლი გერმანელ მიროსლავ კლოზეს აქვს (69 გოლი 132 მატჩში).