reportiori.ge - „ესპანეთს კასილიასის ლიდერის თვისებები სჭირდება“ - დელ ბოსკე
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 03 მარტი, 2025. 01:43
სპორტი
„ესპანეთს კასილიასის ლიდერის თვისებები სჭირდება“ - დელ ბოსკე
12 ივნისი, 2014. 16:54


ესპანეთის ეროვნული ნაკრების თავკაცმა ვისენტე დელ ბოსკემ კოლექტივში იკერ კასილიასის სტატუსზე ისაუბრა.


„იკერი ფორტუნის საყვარელია. მას უნიკალური გამოცდილება გააჩნია. კასილიასს უკვე მოგებული აქვს როგორც მსოფლიო ჩემპიონატი, ასევე ჩემპიონთა ლიგაც. ბრაზილიის მუნდიალი იკერისთვის კარიერაში მეოთხე იქნება და ჩვენს გუნდს სჭირდება მისი ლიდერის თვისებები.

 

ესპანეთის ნაკრების ყოველი მოთამაშე კარგ ფორმაშია და სრული თავდადებით ვარჯიშობს. ამგვარი ფართო არჩევნის წინაშე ჩემთვის რთული იქნება ძირითადი შემადგენლობის დასახელება", - განაცხადა დელ ბოსკემ.


სპეციალისტმა დიეგო კოსტას მდგომარეობაზეც ისაუბრა, რომელიც ტრავმის შემდეგ რეაბილიტაციას გადის.


„ყოველ დღე იგი უკეთ გამოიყურება. დიეგომ უკვე სცადა თამაში სალვადორთან ამხანაგურ მატჩში", - აღნიშნა ვისენტე დელ ბოსკემ.


შეგახსენებთ, რომ ჯგუფის პირველ შეხვედრას ესპანეთის ნაკრების წინა მუნდიალის ფინალისტ ჰოლანდიის ნაკრებთან გამართავს. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016