ესპანეთის ეროვნული ნაკრების თავკაცმა ვისენტე დელ ბოსკემ კოლექტივში იკერ კასილიასის სტატუსზე ისაუბრა.
„იკერი ფორტუნის საყვარელია. მას უნიკალური გამოცდილება გააჩნია. კასილიასს უკვე მოგებული აქვს როგორც მსოფლიო ჩემპიონატი, ასევე ჩემპიონთა ლიგაც. ბრაზილიის მუნდიალი იკერისთვის კარიერაში მეოთხე იქნება და ჩვენს გუნდს სჭირდება მისი ლიდერის თვისებები.
ესპანეთის ნაკრების ყოველი მოთამაშე კარგ ფორმაშია და სრული თავდადებით ვარჯიშობს. ამგვარი ფართო არჩევნის წინაშე ჩემთვის რთული იქნება ძირითადი შემადგენლობის დასახელება", - განაცხადა დელ ბოსკემ.
სპეციალისტმა დიეგო კოსტას მდგომარეობაზეც ისაუბრა, რომელიც ტრავმის შემდეგ რეაბილიტაციას გადის.
„ყოველ დღე იგი უკეთ გამოიყურება. დიეგომ უკვე სცადა თამაში სალვადორთან ამხანაგურ მატჩში", - აღნიშნა ვისენტე დელ ბოსკემ.
შეგახსენებთ, რომ ჯგუფის პირველ შეხვედრას ესპანეთის ნაკრების წინა მუნდიალის ფინალისტ ჰოლანდიის ნაკრებთან გამართავს.