სპორტი
„რონალდუსგან განსხვავებით, მე არ მჭირდება ინდივიდუალური ტიტულები“ - რუნი
ავტორი: გიორგი კინტირაია
12 ივნისი, 2014. 16:56
„მანჩესტერ იუნაიტედისა" და ინგლისის ეროვნული ნაკრების ფორვარდმა უეინ რუნიმ საკუთარი თავი მადრიდის „რეალისა" და პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მოთამაშე კრიშტიანუ რონალდუს შეადარა.
„რონალდუსგან იმით განვსხვავდები, რომ არ მჭირდება ინდივიდუალური ტიტულების მოპოვება. კრიშტიანუ სწორედ საკუთარ წარმატებაზეა ორიენტირებული, რითაც აღტაცებას იწვევს.
ჩემთვის გაცილებით მნიშვნელოვანია გუნდთან ერთად მოპოვებული ტიტული. ჩემი აზრით, სწორედ ესაა წარმატება.
მე უკვე გამაჩნდა პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება, თუმცა ამ პრიზისგან მონიჭებული სიამოვნება ვერ შეედრება „მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში მოპოვებულ გამარჯვებებს", - განაცხადა რუნიმ.
07 თებერვალი, 2016. 00:45
06 თებერვალი, 2016. 18:47
04 თებერვალი, 2016. 16:17
29 იანვარი, 2016. 10:58
27 იანვარი, 2016. 16:58
26 იანვარი, 2016. 23:00
26 იანვარი, 2016. 13:26
26 იანვარი, 2016. 11:49
25 იანვარი, 2016. 17:27
23 იანვარი, 2016. 15:05
23 იანვარი, 2016. 14:19