სპორტი
ტიაგო სილვა ეტო’ოს უფრთხის
ავტორი: გიორგი კინტირაია
12 ივნისი, 2014. 15:14
ბრაზილიის ნაკრების კაპიტანი მიიჩნევს, რომ 33 წლის კამერუნელი თავდამსხმელი მასპინძელი გუნდის კარის მთავარი საფრთხეა.
შეგახსენებთ, რომ სკოლარის გუნდი კამერუნის ნაკრებს 23 ივნისს დაუპირისპირდება. ტიაგო სილვა კაპიტნის მოვალეობას ასრულებს და თანაგუნდელებს ვეტერანის მხრიდან საფრთხეზე აფრთხილებს. შეგახსენებთ, რომ „პსჟ"-ს მცველი გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ეტო'ოს დაუპირისპირდა.
„ის ერთ-ერთი იმ თავდამსხმელთაგანია, რომლისაც ძალიან ვუფრთხი. სამუელი ძალიან გამოცდილი ფეხბურთელია. ჩემპიონთა ლიგის მატჩებზე 100%-ით არ დახარჯულა, თუმცა მისი წინააღმდეგობის გაწევა ძალიან რთული იყო. ეტო'ოს კარგი ტექნიკური მახასიათებლები აქვს და უბრალოდ მომაკვდინებელია მეტოქის საჯარიმოში", - განაცხადა სილვამ.
07 თებერვალი, 2016. 00:45
06 თებერვალი, 2016. 18:47
04 თებერვალი, 2016. 16:17
29 იანვარი, 2016. 10:58
27 იანვარი, 2016. 16:58
26 იანვარი, 2016. 23:00
26 იანვარი, 2016. 13:26
26 იანვარი, 2016. 11:49
25 იანვარი, 2016. 17:27
23 იანვარი, 2016. 15:05
23 იანვარი, 2016. 14:19