reportiori.ge - „სამარცხვინო მსაჯობა“ - კოვაჩი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 03 მარტი, 2025. 01:09
სპორტი
„სამარცხვინო მსაჯობა“ - კოვაჩი
13 ივნისი, 2014. 13:30



 

2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სასტარტო მატჩში განცდილი მარცხის შემდეგ (ბრაზილია 3:1 ხორვატია), სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა შეხვედრის მთავარი არბიტრის მისამართით კომენტარი გააკეთა.

 

შეგახსენებთ, რომ იაპონელმა უიტი ნიიმურამ, გადამწყვეტ მომენტში, ხორვატთა კარში პენალტი დანიშნა, მას შემდეგ, რაც ფრედი საჯარიმოში წაიქცა.

 

„ეს თუ პენალტი იყო, კალათბურთი უნდა ვითამაშოთ და არა ფეხბურთი. ეს სირცხვილია. მსაჯი სხვადასხვა თვალით გვიყურებდა ჩვენ და ბრაზილიას. მსოფლიო ჩემპიონატისთვის სამარცხვინო მსაჯობა იყო.

 

 

ჩემი მოთამაშეებით ამაყი ვარ. სწორედ ასე უნდა ითამაშო საკუთარი ქვეყნისთვის. იმ თამაშით, რაც ვაჩვენეთ, 1/8 ფინალურ ეტაპზე უნდა გავიდეთ. ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი მექსიკისა და კამერუნის წინააღმდეგ თამაშების წინ“, - განაცხადა კოვაჩმა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016