2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სასტარტო მატჩში განცდილი მარცხის შემდეგ (ბრაზილია 3:1 ხორვატია), სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა შეხვედრის მთავარი არბიტრის მისამართით კომენტარი გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ იაპონელმა უიტი ნიშიმურამ, გადამწყვეტ მომენტში, ხორვატთა კარში პენალტი დანიშნა, მას შემდეგ, რაც ფრედი საჯარიმოში წაიქცა.
„ეს თუ პენალტი იყო, კალათბურთი უნდა ვითამაშოთ და არა ფეხბურთი. ეს სირცხვილია. მსაჯი სხვადასხვა თვალით გვიყურებდა ჩვენ და ბრაზილიას. მსოფლიო ჩემპიონატისთვის სამარცხვინო მსაჯობა იყო.
ჩემი მოთამაშეებით ამაყი ვარ. სწორედ ასე უნდა ითამაშო საკუთარი ქვეყნისთვის. იმ თამაშით, რაც ვაჩვენეთ, 1/8 ფინალურ ეტაპზე უნდა გავიდეთ. ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი მექსიკისა და კამერუნის წინააღმდეგ თამაშების წინ“, - განაცხადა კოვაჩმა.