სპორტი
„უმჯობესი იქნება, თუ ბრაზილიას პირდაპირ გადასცემენ თასს“ - ლოვრენი
ავტორი: გიორგი კინტირაია
13 ივნისი, 2014. 13:56
ხორვატიის ეროვნული ნაკრების მცველი დეიან ლოვრენი აღშფოთებულია მსაჯ უიტი ნისიმურას მიერ, ბრაზილიასთან შეხვედრის დროს, პენალტის დანიშვნის გამო.
სწორედ ლოვრენი დაადანაშაულა მატჩის მთავარმა არბიტრმა ფრედის წინააღმდეგ უხეშად თამაშის ბრალდებით, თუმცა გამეორებაზე კარგად ჩანდა, რომ ფორვარდი საკუთარი ინერციით დაეცა.
„ისე ვწუხვარ, რომ ყვირილი მინდა. ყველამ დაინახა, ეს „ფიფასთვის“ სკანდალია. „ფიფას“ წარმომადგენლები მუდამ გვესაუბრებოდნენ პატივისცემაზე და რა მოხდა? უმჯობესი იქნება, თუკი ბრაზილიას პირდაპირ გადასცემენ თასს.
ბრაზილიის წინააღმდეგ კარგი და კონკურენტუნარიანი მატჩი ჩავატარეთ, მაგრამ არა 12 კაცის წინააღმდეგ“, - განაცხადა ლოვრენმა მატჩის შემდეგ.
07 თებერვალი, 2016. 00:45
06 თებერვალი, 2016. 18:47
04 თებერვალი, 2016. 16:17
29 იანვარი, 2016. 10:58
27 იანვარი, 2016. 16:58
26 იანვარი, 2016. 23:00
26 იანვარი, 2016. 13:26
26 იანვარი, 2016. 11:49
25 იანვარი, 2016. 17:27
23 იანვარი, 2016. 15:05
23 იანვარი, 2016. 14:19