სპორტი
„დინამოს“ უკრაინელი მცველი ბოგდან შერშუნი შეუერთდა
ავტორი: გიორგი კინტირაია
13 ივნისი, 2014. 14:23
თურქულ შეკრებაზე თბილისის „დინამოს" 33 წლის უკრაინელი გამოცდილი ცენტრალური მცველი ბოგდან შერშუნი შეუერთდა, რომელმაც გუნდთან ერთად დღეს დილით პირველი ვარჯიშიც ჩაატარა. ამის შესახებ ინფორმაციას ქართული ფეხბურთის ფლაგმანის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
შერშუნი დნიპროს „დნეპროპეტროვსკის" აღზრდილია, რომელიც „ცსკა"-ს შემადგენლობაში უეფას თასის და რუსეთის ორგზის ჩემპიონია. გამოდიოდა ასევე უკრაინულ გუნდებში: „დნიპროში", კიევის „არსენალში" და „კრივბასში".
შერშუნს რამდენიმე შეხვედრა უკრაინის ეროვნულ ნაკრებშიც აქვს ჩატარებული. მისი უკანასკნელი გუნდი კი ლუცკის „ვოლინი" გახლდათ.
07 თებერვალი, 2016. 00:45
06 თებერვალი, 2016. 18:47
04 თებერვალი, 2016. 16:17
29 იანვარი, 2016. 10:58
27 იანვარი, 2016. 16:58
26 იანვარი, 2016. 23:00
26 იანვარი, 2016. 13:26
26 იანვარი, 2016. 11:49
25 იანვარი, 2016. 17:27
23 იანვარი, 2016. 15:05
23 იანვარი, 2016. 14:19