2014 წლის მუნდიალის B ჯგუფის პირველი შეხვედრის წინ, ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა ხავიმ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
„ჯგუფი, რომელშიც მოვხვდით, ძალიან ძლიერია და ჰოლანდიასთან შეხვედრა რთული დუელი იქნება. შევეცდებით საკუთარი ინდივიდუალურობა რაც შეიძლება უკეთ წარმოვადგინოთ.
ჩვენ გვსურს, რომ მთავარი გმირები ვიყოთ მოედანზე და ბურთს ვფლობდეთ. ფეხბურთელები, რომლითაც გუნდია დაკომპლექტებული, სწორადაა მორგებული ამ ფილოსოფიას. ჩვენ ამ სტილის ფეხბურთით მოვკვდებით, მაგრამ მოდით, კიდევ ერთხელ გავიმეოროთ წარმატება", - განაცხადა ხავიმ.
მეტოქის მთავარ მწვრთნელ ლუი ვან გაალს ხავის მხოლოდ შორიდან არ იცნობს, რადგან, გარკვეული პერიოდი, ჰოლანდიელი სპეციალისტი „ბარსელონაში" მოღვაწეობდა.
„ვან გაალს ძალიან ბევრით ვარ ვალდებული. კარგად მექცეოდა და მენდობოდა. ჰოლანდიას ძალიან სწრაფი მოთამაშეები ჰყავს", - აღნიშნა „ბარსელონას" ნახევარმცველმა.