reportiori.ge - მექსიკა - კამერუნი (პრევიუ)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 03 მარტი, 2025. 01:15
სპორტი
მექსიკა - კამერუნი (პრევიუ)
13 ივნისი, 2014. 16:40


2014 წლის პლანეტის პირველობამ გუშინ აიღო სტარტი. A ჯგუფის პირველ სეხვედრაში ბრაზილიის ნაკრებმა ხორვატია დაამარცხა (3:1). დღეს, ქალაქ ნატალის „არენა და დუნასზე", თბილისის დროით 20:00 საათზე, ჯგუფის დარჩენილი ორი ნაკრები დაუპირისპირდება ერთმანეთს. მექსიკისა და კამერუნის ნაკრებები 3 ქულის მოპოვებას შეეცდებიან. შეხვედრას კოლუმბიელი არბიტრი ვილმარ როლდანი განსჯის.


A ჯგუფში ერთი გამოკვეთილი ფავორიტია ბრაზილიის სახით, დანარჩენ გუნდებს კი მეტნაკლებად თანაბარი შანსი აქვთ შემდეგ ეტაპზე გასასვლელად, ასე რომ, ყოველი დაპირისპირება ერთმანეთში, უმნიშვნელოვანესი იქნება.


მექსიკა და კამერუნი თავიანთ კონტინენტებზე მუდამ ფავორიტები არიან, თუმცა მსოფლიო ჩემპიონატზე ამ ფუფუნებას ნამდვილად ორთავე მოკლებულია. მექსიკა მუდამ ისახავს სერიოზულ მიზნებს, მაგრამ უკანასკნელ 6 ტურნირში,  1/8 ფინალიდან ვარდება. კამერუნი კი, 90 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, ჯგუფიდან ვერ გადის და მხოლოდ ერთი შეხვედრა აქვს მოგებული. ასე რომ, ორივე გუნდი ახლაც დიდ იმედებს ამყარებს, თუმცა მათი რეალიზება რამდენად მოხდება სხვა საქმეა.


უნდა აღინიშნოს, რომ დღევანდელ შეხვედრაში მექსიკელთა თავკაცმა გადაწყვიტა ხავიერ ერნანდესი (ჩიჩარიტო) სათადარიგოთა სკამზე დასვას. კამერუნელები კი ეტო'ოს კლასსა და გამოცდილებაზე ამყარებენ იმედებს.


წინასწარი შემადგენლობები:

მექსიკა (5-3-2) : ოჩოა - აგილარი, მორენო, მარკესი, როდრიგესი, ლაიუნი - ვასკესი, ჰერერა, გუარდადო - დოს სანტოსი, პერალტა.


კამერუნი (4-3-3) : იტანჟი - ნიომი, ნკულუ, მატიპი, ბედიმო - მბია, სონგი, ენო - მუკანჯო, ეტო'ო, ჩუპო-მოტინგი.


აღსანიშნავია, რომ ტრავმირებული და დისკვალიფიცირებული არც ერთ გუნდში არავინაა.


„რაც უფრო ახლოვდება სასტარტო სასტვენი, მით უფრო ვნერვიულობ, თუმცა, როგორც წესი, ფეხბურთელებთან და მწვრთნელებთან საუბრის მერე ვმშვიდდები, რადგან ვხედავ, რამდენად სერიოზულად არიან ფეხბურთელები მზად, რომ ნებისმიერ მეტოქეს გაუწიონ წინააღმდეგობა", - მიგელ ერერა (მექსიკის მწვრთნელი).


„ჩვენი გუნდის ბევრი მოთამაშისთვის, ეს ტურნირი, კარგი საშუალებაა საკუთარი თავის გამოჩენისა და დონის ამაღლებისთვის. მე ბევრჯერ მითქვამს ჩემი პარტნიორებისთვის, რომ ასეთი შანსი არც ისე ხშირად გვეძლევა. ძალიან ძლიერი ჯგუფი გვყავს, მაგრამ საკუთარი ძალების მაინც გვწამს", - რაფაელ მარკესი (მექსიკის მცველი).


„ბევრი რამ იქნება დამოკიდებული მექსიკასთან პირველ მატჩზე. ეს ფაქტობრივად 6 ქულაზე თამაშია. თუკი მოვიგებთ, საქმეში ვრჩებით, მაგრამ მთავარია არ წავაგოთ", - ჟან მაკუნი (კამერუნის მწვრთნელი).

 

„ოთხი წლის წინ კატასტროფულად ვიასპარეზეთ. გუნდის შიგნით ცუდი ატმოსფერო სუფევდა. ახლა სიტუაცია ძალიან შეიცვალა. მზად ვართ ტურნირზე ჩვენი მარკის დასაცავად", - სტეფან მბია (კამერუნის ნახევარმცველი).


ურთიერთშეხვედრები:


ეს მხოლოდ ერთხელ შეხვედრიან ერთმანეთს და მექსიკამ გამარჯვება მოიპოვა 1:0.


საინტერესო ფაქტები:

 

- მექსიკას მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე ყველაზე მეტი მარცხი აქვს განცდილი - 24.


- მექსიკა 3-ჯერ დაუპირისპირდა მეტოქეს აფრიკის კონტინენტიდან, თუმცა ვერც ერთი შეხვედრა ვერ მოიგო.


- უკანასკნელ 13 მსოფლიო ჩემპიონატში კამერუნმა მხოლოდ ერთ შეხვედრაში გაიმარჯვა - 2002 წელს საუდის არაბეთის წინააღმდეგ 1:0.


Reportiori.ge პროგნოზი: 1:1


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016