reportiori.ge - ესპანეთი - ჰოლანდია. უკანასკნელი ფინალის განმეორება (პრევიუ)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 03 მარტი, 2025. 01:47
სპორტი
ესპანეთი - ჰოლანდია. უკანასკნელი ფინალის განმეორება (პრევიუ)
13 ივნისი, 2014. 16:58


2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დღე იმით გაგვახარებს, რომ შემოგვთავაზებს ჯგუფური ეტაპების უდაოდ ერთ-ერთ ცენტრალურ მატჩს. ერთმანეთს წინა მუნდიალის ფინალისტები, ესპანეთი და ჰოლანდია დაუპირისპირდებიან.


შეხვედრა სალვადორის „ფონტე-ნოვას" სტადიონზე, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. მატჩს იტალიელი არბიტრი ნიკოლა რიცოლი განსჯის.


ოთხი წლის წინ, ესპანელებმა დამატებით დროში, ანდრეს ინიესტას გოლის წყალობით მოიპოვეს გამარჯვება. ჰოლანდიელები დღემდე იხსენებენ ამ მატჩს და რევანშის მოლოდინში არიან. ვისენტე დელ ბოსკეს გუნდს ძალიან რთული მეტოქის წინააღმდეგ მოუწევს ტიტულის დაცვა.


ესპანეთის ნაკრები წელსაც ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტია. ძალიან რთული მოსაძებნია ამ გუნდის სუსტი რგოლი. წინა მუნდიალის შემადგენლობა დიეგო კოსტამ კიდევ უფრო გააძლიერა. იმავეს ვერ ვიტყვით ჰოლანდიელებზე. „ლომები" ნამდვილად არ პროგრესირებენ. მიკრო ტრავმები აწუხებს საკმაოდ ბევრ ფეხბურთელს, თუმცა 3 ქულის მოპოვებისთვის ვან გაალის გუნდი ძალებს არ დაიშურებს. ერთი რამ ცხადია: მსოფლიო ფეხბურთი დიდი ტორიდის მოლოდინშია.


წინასწარი შემადგენლობები:

 

ესპანეთი (4-3-3) : კასილიასი - ხუანფრანი, პიკე, რამოსი, ალბა - ხავი, ბუსკეტსი, ხაბი ალონსო - ინიესტა, კოსტა, სილვა.


ჰოლანდია (5-2-1-2) : სილესენი - იანმაატი, დე ვრეი, ვლარი, მარტინს ინდი, ბლინდი - კლასი, დე იონგი - სნეიდერი - ვან პერსი, რობენი.


„სამხრეთ ამერიკაში იმიტომ არ ჩამოვედით, რომ მხოლოდ მონაწილეობა მივიღოთ ტურნირში. ჩვენ წარმატებით გამოსვლა გვსურს და რაღაც მკარნახოვს, რომ ჩვენთვის ყველაფერი კარგად აეწყობა", - ლუი ვან გაალი (ჰოლანდიის მწვრთნელი).


„ახლა ჩვენ არ გვაქვს არანაირი კომპლექსი და სტერეოტიპი. ჩვენი სათამაშო სტილის ცნობადობის მიუხედავად, მეტოქის გაოცება შეგვიძლია. ჩემი ფეხბურთელები კვლავინდებურად ძალიან ძლიერები არიან და ზედიზედ მეოთხე ტიტულისთვის ვიბრძოლებთ", - ვისენტე დელ ბოსკე (ესპანეთის მწვრთნელი).


„ჩვენი თამაშის სტილს შედეგი მოაქვს. ტურნირზე ჩვენი მთავარი კოზირი კონტრშეტევები იქნება. ესპანეთი 2014 წლის მუნდიალზე ერთადერთი ფავორიტი არაა, მაგრამ ძალიან შეთამაშებული კოლექტივი ჰყავთ, რომელიც ერთად რამდენიმე წელია თამაშობს. ჩვენ ევრო-2012-ის შემდეგ ახალ გუნდს ვაშენებთ. ვფიქრობ, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ", - არიენ რობენი (ჰოლანდიის ნაკრების გარემარბი).


„ესპანეთი მუნდიალზე აბსოლიტურ ფავორიტად მიდის, რაც კიდევ უფრო ზრდის პასუხისმეგბლობას. ჩვენი შემადგენლობა უფლებას გვაძლევს მთელი ტურნირი უმაღლეს დონეზე ჩავატაროთ და ტიტული დავიცვათ", - იკერ კასილიასი (ესპანეთის ნაკრების კარის დარაჯი).


ურთიერთშეხვედრები:


გუნდები ერთმანეთს 9-ჯერ დაუპირისპირდნენ. აქედან 4-4 მოგებითა და 1 ფრით. მუნდიალზე მხოლოდ ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს 4 წლის წინ და ესპანეთმა ფინალში 1:0 გამარჯვება მოიპოვა.


საინტერესო ფაქტები:


- წინა მუნდიალზე ესპანეთმა პირველი მატჩი დათმო შვეიცარიასთან, თუმცა შემდეგ გახდა პირველი გუნდი, რომელმაც სასტარტო მატჩში წაგების შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატის თასი მოიპოვა.


- შვეიცარიასთან მარცხი ერთადერთია ესპანეთისთვის ვისენტე დელ ბოსკეს მოსვლის შემდეგ. ეს სტატისტიკა საკვალიფიკაციო შეხვედრებსაც ითვალისწინებს (22 მოგება, 2 ფრე).


- ესპანელთათვის მსგავსი სერია მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ სტადიაში ექვსს უტოლდება. აქედან უკანასკნელი ოთხი 1:0-ით გაიმარჯვა.


- ჰოლანდიელები ჯგუფიდან უკანასკნელ 7 მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდნენ, რომელშიც მონაწილეობა მიუღიათ.


- ჰოლანდიელთა თავდამსხმელი რობინ ვან პერსი საუკეთესო ბომბარდირია ევროპაში 2014 წლის მუნდიალის შესარჩევზე (11 გოლით).


- უკანასკნელ 10 მსოფლიო ჩემპიონატში, ესპანელებმა სასტარტო შეხვედრებში მხოლოდ 3-ჯერ მოიპოვეს გამარჯვება (4 ფრე, 3 წაგება).

 

Reportiori.ge-ს პროგნოზი: 2:1

რჩევა ტოტალიზატორის თამაშის მოყვარულებს: 1X


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016