reportiori.ge - „ჩვენ გვაქვს იარაღი, რომელიც ესპანეთის დაძლევაში დაგვეხმარება“ - სნეიდერი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 03 მარტი, 2025. 01:48
სპორტი
„ჩვენ გვაქვს იარაღი, რომელიც ესპანეთის დაძლევაში დაგვეხმარება“ - სნეიდერი
13 ივნისი, 2014. 18:11


ჰოლანდიასა და ესპანეთს შორის გასამართი დღევანდელი ცენტრალური შეხვედრის წინ, ვესლი სნეიდერი ჟურნალისტებს გაესაუბრა და თავისი წინასამატჩო შეხედულებები გააცნო.


„ჩვენ თავიდან ესპანეთთან, 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტთან, თამაშის საშუალება მოგვეცა. ეს ფეხბურთია და ამაში ვერაფერ საშიშს ვერ ვხედავ. ჩვენ აღარ ვფიქრობთ იმაზე, რაც ოთხი წლის წინ მოხდა. ორი გუნდი კარგად იცნობს ერთმანეთს, ასე რომ, სიურპრიზებს არ უნდა ველოდოთ. ვფიქრობ, რომ ეს შეხვედრა დიდ მატჩებს უნდა მივაწეროთ.

 

ჩვენ გვაქვს იარაღი, რომელიც ესპანელთა დაძლევაში დაგვეხმარება. შევეცდებით იგი გამოვიყენოთ.

 

მუნდიალზე რამდენიმე ფავორიტია, მათ შორის ესპანეთი და ჰოლანდიაც. ჩვენი მეტოქე ოთხი წლის მანძილზე პრაქტიკულად არ შეცვლილა და ამიტომაც, ტიტულის დაცვა შეუძლია", - განაცხადა სნეიდერმა.


შეგახსენებთ, რომ ესპანეთისა და ესპანეთის დაპირისპირება დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016