reportiori.ge - კოლუმბია - საბერძნეთი. მეკობრეთა გემი ჯგუფის ფავორიტს შეუტევს (პრევიუ)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 03 მარტი, 2025. 01:51
სპორტი
კოლუმბია - საბერძნეთი. მეკობრეთა გემი ჯგუფის ფავორიტს შეუტევს (პრევიუ)
14 ივნისი, 2014. 19:00


C ჯგუფის პირველ მატჩში კოლუმბია საბერძნეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. ეს ყველაზე საინტერესო ჯგუფია, ვინაიდან ყოველი დაპირისპირება ინტრიგითაა გაჯერებული. ოთხივე გუნდი თითქმის თანაბარი ძალისაა და გასვლის მეტ-ნაკლებად ერთნაირი შანსი აქვთ.


აღნიშნული შეხვედრა სტადიონ „მინეირაოზე" თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.


კოლუმბიელები, სავარაუდოდ, არც ამ შეხვედრაში უღალატებენ თავის სათამაშო სტილს და ფლანგებიდან შეუტევენ. მათთვის კოლოსალურად დიდი პრობლემაა რადამელ ფალკაოს ტრავმა, რომლის გამოც „მონაკოს" ლიდერი მუნდიალს გამოტოვებს, მაგრამ ამის შესახებ მთავარმა მწვრთნელმა ძალიან დიდი ხნის წინ იცოდა, ამიტომაც საკმაო დრო ჰქონდა იმისთვის, რომ გუნდი გადაეწყო და დანაკლისი ამოევსო. სავარაუდოდ, ფალკაოს შეცვლას გუტიერესი და მარტინესი ეცდებიან.


კოლუმბიელთა მთავარი პრობლემა შესაძლოა სწორედ მათივე სათამაშო სტილი აღმოჩნდეს. ბერძნებს ძალიან უყვართ დაცვიდან თამაში და ამისთვის ყველაფერი გააჩნიათ: გამოცდილი დაცვის ხაზი, მებრძოლი ჩამშლელი ნახევარმცველები, სწრაფი სალპინგიდისი ბურთის ამომტანად, ფლანგზე შეტევაში სწრაფად გადამსვლელი სამარასი და ამ ყოველივეს იდეალური დამაგვირგვინებელი კოსტას მიტროღლუ. ბერძენთა მთავარი მიზანი, დაცვის ხაზში ნაპრალების ამოვსებაა, რათა ბურთი არ გაუშვან. კონტრშეტევებზე თამაში კი თავის შედეგს ნამდვილად გამოიღებს.


 წინასწარი შემადგენლობები:


კოლუმბია (4-4-2) : ოსპინა - სუნიგა, იეპესი, საპატა, არმერო - როდრიგესი, აგილარი, სანჩესი, გუადრადო - გუტიერესი, მარტინესი.


საბერძნეთი (4-3-2-1) : კარნეზისი - ტორისიდისი, პაპასტატოპულოსი, მანოლასი, ჰოლებასი - კარაგუნისი, მანიატისი, ციოლისი - სალპინგიდისი, სამარასი - მიტროღლუ.


ურთიერთშეხვედრები:

 

გუნდები ერთმანეთს ერთადერთხელ, 1994 წლის 5 ივნისს შეხვდნენ და კოლუმბიელებმა 2:0 იმარჯვეს.


საინტერესო ფაქტები:


- უკანასკნელ ორ მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელშიც საბერძნეთი ასპარეზობდა, ექვსიდან მხოლოდ ერთში შეძლეს გამარჯვების მოპოვება.


- კოლუმბიელების წაუგებელი სერია 7 თამაშიანია (3 მოგება და 4 ფრე)


- 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის 7-დან 6 უკანასკნელ მატჩში ბერძნებმა მხოლოდ ორი გოლის გატანა შეძლეს.



Reportiori.ge-ს პროგნოზი: 0:0

ტოტალიზატორში თამაშის მოყვარულთათვის: X


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016