reportiori.ge - მექსიკამ კამერუნი მსაჯიანად დაამარცხა (ვიდეო)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 03 მარტი, 2025. 01:23
სპორტი
მექსიკამ კამერუნი მსაჯიანად დაამარცხა (ვიდეო)
14 ივნისი, 2014. 19:26



გუშინდელი მუნდიალზე მექსიკისა და კამერუნის ნაკრებების დაპირისპირებით დაიწყო. შეგახსენებთ, რომ ამ ჯგუფის პირველ თამაშში ბრაზილიამ ხორვატია 3:1 დაამარცხა და გუნდებს მეორე ადგილისთვის ბრძოლაში აუცილებელი 3 ქულა ესაჭიროებოდათ. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა, თუმცა ამის მიზეზი შეხვედრის მთავარი არბიტრი აღმოჩნდა. საგანგაშოა, რომ მუნდიალის პირველ 2 მატჩში მსაჯებმა 3 მიუტევებელი შეცდომა დაუშვეს, პირველ შეხვედრაში ამან თამაშის შედეგზე იქონია გავლენა, მაგრამ მექსიკელებმა მაინც შეძლეს ორი არჩათვლილი 100%-იანი გოლის შემდეგ მესამის გატანა და კამერუნის ნაკრების კოლუმბიელ არბიტრიანად დამარცხება. საინტერესო იყო, რომ ბრაზილიის დროით 13:00 საათზე მწველი მზისგან ფეხბურთელები წვიმამ იხსნა. სტადიონზე ბრიტანული კლიმატი სუფევდა.

 

დღის „გმირის“ სახელი უილმარ როლდან პერესია, რომელმაც პირველ ტაიმში 2 სუფთა გოლი არ ჩაუთვალა ჯოვანი დოს სანტოსს. მე-10 წუთზე, მარჯვენა ფლანგიდან ჩამოწოდებულ ბურთს დოს სანტოსი გამოეხმაურა და ბურთი კამერუნელთა კარში გადაგზავნა, თუმცა მსაჯმა არასამართლიანი თამაშგარე დააფიქსირა. კიდევ 20 წუთის შემდეგ, კოლუმბიელმა არბიტრმა დოს სანტოსს მეორე სამართლიანი გოლიც გაუუქმა, მას შემდეგ, რაც კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთი მექსიკელ ფორვარდს აფრიკელი მცველისგან მიუვიდა და კარში გადაგზავნა. გვერდითმა არბიტრმა ამ სიტუაციაშიც თამაშგარე დააფიქსირა.

 

შეხვედრა ორმხრივ შეტევებში მიმდინარეობდა, თუმცა მექსიკელთა თავდასხმა გაცილებით მწვავედ და ხშირად უტევდა, ხოლო მათი დაცვის ხაზი და მეკარე კარს მშრალად ინახავდნენ. 61-ე წუთზე სამართალმა იზეიმა - მექსიკელებმა დამსახურებული გოლი გაიტანეს. დოს სანტოსის დარტყმული ბურთი კამერუნელთა მეკარემ მოიგერია, მაგრამ დასწრებაზე პერალტამ იმარჯვა და ბურთი კარის ბადეში გაახვია.

 

აღსანიშნავია, რომ მექსიკელთა მთავარი დამრტყმელი ძალა ხავიერ ერნანდესი სათადარიგოთა სკამზე იჯდა და მხოლოდ ბოლო წუთებზე თამაშის საშუალება მიეცა. ჩიჩარიტოს გამოსვლით მექსიკელთა შეტევები კიდევ უფრო მწვავე გახდა. „წითელი ეშმაკების“ ფორვარდს ერთი 100%-იანი საგოლე მომენტი ჰქონდა, თუმცა მისი გამოყენება ცუდი პასის გამო ვერ შეძლო.

 

სამხრეთამერიკელები მინიმალური ანგარიშით გამარჯვებას დაკმარდნენ, 3 ქულა ჩაიწერეს თავიანთ ანგარიშში და კამერუნელებთან ურთიერთშეხვედრები გამარჯვებით გახსნეს. კამერუნელი ფეხბურთელები საკმაოდ სუსტად გამოიყურებოდნენ და უდაოდ ჯგუფის აუტსაისედებად მოგვევლინენ, მექსიკისა და ხორვატიის დაპირისპირება კი უდაოდს საოცარი სანახაობა იქნება - დისციპლინა ლაღი ფეხბურთის წინააღმდეგ.

 

მექსიკა 1 - 0 კამერუნი

 

მექსიკა: ოჩოა, როდრიგესი, მარკესი, ლაიუნი, მორენო, გუარდადო (ფაბიანი 69’), აგილარი, ერერა (სალსიდო 90’), ვასკესი, დოს სანტოსი, პერალტა (ჩიჩარიტო 74’).

 

მექსიკის მწვრთნელი: მიგელ ერერა

 

კამერუნი: იტანჯი, ასუ-ეკოტო, ნ’კულუ, ჯეგუე (ნუნკეუ 46’), შეჯუ, სონგი (ვებო 79’), მბია, ენო, მუკანჯო, ეტო’ი, ჩუპო-მოტინგი.

 

კამერუნის მწვრთნელი: ფოლკერ ფინკე

 

გოლი: პერალტა (61’)

 

გაფრთხილებები: მორენო (57’), ნუნკეუ (77’)

 

მთავარი არბიტრი: უილმარ როლდან პერესი (კოლუმბია)

 

 




 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016