B ჯგუფის მეორე შეხვედრაში ჩილე ავსტრალიას დაუპირისპირდა. ფეხბურთის მოყვარულთა დიდ მოლოდინს იწვევდა სამხრეთამერიკელთა თამაში, რომელიც გარკვეულწილად გამართლდა - 14 წუთის შემდეგ, ჩილე ორბურთიანი ჰანდიკაპით ლიდერობდა. თამაშის დასაწყისში ქარიშხალ „კატრინასავით“ დაატყდა მეტოქე ავსტრალიას და მე-12 წუთზე, ალექსის სანჩესის ზუსტი დარტყმით ანგარიში გაიხსნა - 1:0. ზუსტად ორ წუთში, სანჩესის საგოლე პასის შემდეგ, ხორხე ვალდივიამ ძლიერი და ზუსტი დარტყმით ანგარიში ორამდე გაზარდა.
ჩილე დამანგრეველ შეტევებს აგრძელებდა და მეტოქის დაცვას გამუდმებით აწიოკებდა. საწყის წუთებში ავსტრალიელები ძირითადად საკუთარი კარის დაცვასა და რაც შეიძლება ნაკლები გოლის გაშვებაზე ზრუნავდნენ. 35-ე წუთზე მოხდა ის, რასაც ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა - ფლანგიდან ჩაწოდებულ ბურთს ზუსტი თავური დარტყმით ტიმ კეჰილი დახვდა და სხვაობა შეამცირა - 2:1. უნდა აღინიშნოს კეჰილის კარგი თამაში სრული მატჩის მიმდინარეობისას. მანდ ფაქტობრივად არც ერთი ბრძოლა არ დათმო მეორე სართულზე და ერთადერთ საფრთხედ გადაიქცა ჩილელთათვის, რომელთა მცველებს, მისი შეჩერება ძალიან უჭირდათ.
სამხრეთამერიკელები ტექნიკური თვალსაზრისით გაცილების სჯობდნენ მეტოქეს, რომელთა დაცვის ხაზში გამუდმებით დერეფნები კეთდებოდა მათ სასიკეთოდ. მეორე ნახევარში, კეჰილმა კიდევ ერთი გოლი გაიტანა თავით, თუმცა მატჩის არბიტრმა თამაშგარე დააფიქსირა. შეხვედრის კულმინაციური მომენტი მარკ ბრეშიანოს ეფექტური დარტყმა გამოდგა, რომელიც კლაუდიო ბრავომ არანაკლებ ეფექტური სეივით მოიგერია. ეს გოლი რომ გასულიყო, დარჩენილ დროში, ნამდვილად საოცარ
თამაშს ვიხილავდით.
ავსტრალიელი ფეხბურთელების ბრძოლისუნარიანობა ნამდვილად სამაგალითო იყო. ბევრს ეცადნენ სტუმრები, თუმცა კლასის ნაკლებობის გამო, სამხრეთამერიკელთა კარში მეტი გოლის გატანა ვერ მოახერხეს.
მსაჯის მიერ დამატებულ დროში, 91-ე წუთზე, შეცვლაზე შემოსულ მაურისიო პინილიას გოლის გატანის მცდელობა ავსტრიელმა კარის დარაჯმა რაიანმა აღმოფხვრა, თუმცა ბურთი ჟან ბოსეჟურს მიუვიდა, რომელმაც საჯარიმოს მისადგომებიდან ზუსტი დარტყმა განახორციელა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში - 3:1 დააფიქსირა.
ჩილელთა მხრიდან კარგი თამაში ჩაატარა სანჩესმა და ვალდივიამ. ვიდალი ნამდვილად არ გამოირჩეოდა, თუმცა მას ტრავმა აწუხებს და იმედი ვიქონიოთ, რომ შემდეგ შეხვედრებში უფრო მაღალ კლასს აჩვენებს.
ჩილე 3 – 1 ავსტრალია
ჩილე: ბრავო, ისლა, ხარა, მედელი, მენა, არანგისი, დიასი, ვიდალი (გუტიერესი 60’), ვალდივია (ბოსეჟური 68’), სანჩესი, ვარგასი (პინილია 87’).
ჩილეს მწვრთნელი: ხორხე სამპაოლი
ავსტრალია: რაიანი, დევიდსონი, ფრანიჩი (მაკგოვანი 49’), მილიგანი, სპირანოვიჩი, ვილკინსონი, ედინაკი, ბრეშიანო (ტროისი 77’), ლეკი, კეჰილი, ოური (ჰალორანი 69’).
ავსტრიის მწვრთნელი: ანგე პოსტეკოღლუ
გოლები: სანჩესი (12’), ვალდივია (14’), კეჰილი (35’), ბოსეჟური (90+1’)
გაფრთხილებები: კეჰილი (44’), ედინაკი (57’), მილიგანი (66’), არანგისი (86’).
შეხვედრის მთავარი არბიტრი: დიუ ნუმანდიესი (კოტ დ’ივუარი)