ესპანეთის ნაკრების ფორვარდი დიეგო კოსტა წაგებულ თამაშზე ფიქრს აღარ აპირებს და დარწმუნებულია, რომ მის გუნდს უკეთ თამაში შეუძლია.
„ჩვენ ვიცით, რომ ეს შემოწმებები უნდა გავიაროთ. ეს მხოლოდ და მხოლოდ ერთი მატჩია. ეს ცუდი დღე იყო, მაგრამ მეტი არაფერი. ვიცით, რომ უკეთ თამაში შეგვიძლია და პირველ ტაიმშიც ვაჩვენეთ, რომ კარგად გამოვიყურებით.
ყოველი თამაში განსაკუთრებულია. ვერ გამოვიცნობთ, რა მოხდება მომავალში, ამიტომაც, ქულების წინასწარ დათვლა სისულელეა. ახლა სრული სერიოზულობით უნდა მოვეკიდოთ ავსტრალიასთან მატჩს. რაც შეეხება გულშემატკივართა სტვენას, მათ უფლება აქვთ ისე მოიქცნენ, როგორც საჭიროდ თვლიან“, - განაცხადა კოსტამ.
შეგახსენებთ, რომ დიეგო კოსტა წარმოშობით ბრაზილიელია, ამიტომაც ადგილობრივთა ნაწილი მის მოედანზე გამოჩენას ნამდვილად არ მიესალმა.