ჰოლანდიის ნაკრების თავკაცი ლუი ვან გაალი, ესპანეთის წინააღმდეგ მატჩში (5:1), თავის გუნდის თამაშითა და საბოლოო შედეგით კმაყოფილია.
„ნამდვილად არ ველოდი, რომ ყველაფერი ასე წარიმართებოდა. შეგრძნება მქონდა, რომ ესპანელებან გამარჯვება შეიძლებოდა, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგა, ყველაფერმა იდეალურად იმუშავა. პირველ ტაიმში, დიდი ხნის მანძილზე ანგარიში 0:1 იყო და რაღაც უნდა გვეღონა. ძალიან კარგია, რომ ვან პერსიმ შესვენებამდე მოახერხა ანგარიშის გათანაბრება. ეს ძალიან დაგვეხმარა.
ჩვენმა სათამაშო სქემამ წარმატება მოგვიტანა. დარწმუნებული ვიყავი, რომ გამარჯვება შეგვეძლო. უფრო მეტიც, გაცილებით მეტი გოლის გატანა შეგვეძლო. არ მგონია ვინმეს ასეთი რამ წარმოედგინა. თუ ავსტრალიასთან გავიმარჯვებთ, ყველაფერი კარგად იქნება, რადგან ახლა საკმაოდ კარგი განსხვავება გვაქვს გატანილ და გაშვებულ გოლებს შორის“, - განაცხადა ვან გაალმა.