reportiori.ge - „ამგვარ ანგარიშს არ ველოდი“ - ვან გაალი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 03 მარტი, 2025. 01:04
სპორტი
„ამგვარ ანგარიშს არ ველოდი“ - ვან გაალი
14 ივნისი, 2014. 21:17



ჰოლანდიის ნაკრების თავკაცი ლუი ვან გაალი, ესპანეთის წინააღმდეგ მატჩში (5:1), თავის გუნდის თამაშითა და საბოლოო შედეგით კმაყოფილია.

 

„ნამდვილად არ ველოდი, რომ ყველაფერი ასე წარიმართებოდა. შეგრძნება მქონდა, რომ ესპანელებან  გამარჯვება შეიძლებოდა, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგა, ყველაფერმა იდეალურად იმუშავა. პირველ ტაიმში, დიდი ხნის მანძილზე ანგარიში 0:1 იყო და რაღაც უნდა გვეღონა. ძალიან კარგია, რომ ვან პერსიმ შესვენებამდე მოახერხა ანგარიშის გათანაბრება. ეს  ძალიან დაგვეხმარა.

 

 

ჩვენმა სათამაშო სქემამ წარმატება მოგვიტანა. დარწმუნებული ვიყავი, რომ გამარჯვება შეგვეძლო. უფრო მეტიც, გაცილებით მეტი გოლის გატანა შეგვეძლო. არ მგონია ვინმეს ასეთი რამ წარმოედგინა. თუ ავსტრალიასთან გავიმარჯვებთ, ყველაფერი კარგად იქნება, რადგან ახლა საკმაოდ კარგი განსხვავება გვაქვს გატანილ და გაშვებულ გოლებს შორის“, - განაცხადა ვან გაალმა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016