reportiori.ge - შვეიცარიამ ცვლილებებით იმარჯვა (ვიდეო)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 03 მარტი, 2025. 01:47
სპორტი
შვეიცარიამ ცვლილებებით იმარჯვა (ვიდეო)
16 ივნისი, 2014. 15:44



ბრაზილიის 2014 წლის მუნდიალის E ჯგუფის შეხვედრაში, ეკვადორთან დაძაბულ ორთაბრძოლაში, გამარჯვება მოიპოვა შვეიცარიის ნაკრებმა. ამ შეხვედრას საკმაოდ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ვინაიდან სწორედ ეს გუნდები მოიაზრებიან ჯგუფში მეორე ადგილის დაკავების მთავარ კანდიდატებად. ფავორიტებად შვეიცარიელები მიიჩნეოდნენ, თუმცა პირველი ტაიმი სამხრეთამერიკელთა გამარჯვებით დასრულდა.

 

22-ე წუთზე, საჯარიმოდან ჩაკიდებული ბურთი, უმეთვალყურეოდ დატოვებულმა ენერ ვალენსიამ, თავური დარტყმით გადაგზავნა ევროპელთა კარში. მეორე ტაიმის დასაწყისში ჰიტცფელდმა მოედანზე ადმირ მეჰმედი შემოუშვა, რომელმაც ზუსტად 2 წუთში, ანგარიში გაათანაბრა. „ფრაიბურგის“ 23 წლის ფორვარდმა, რიკარდო როდრიგესის მიერ კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთს ზუსტი თავური დარტყმით უპასუხა - 1:1. 75-ე წუთზე შვეიცარიელთა თავკაცმა მორიგი ცვლილება გამოიცნო და მოედანზე სეფეროვიჩი გამოიყვანა. ამ უკანასკნელმა, არბიტრის მიერ დამატებულ მესამე წუთზე, რიკარდო როდრიგესის მორიგი გადაცემა გოლად აქცია და საკუთარ გუნდს ნანატრი 3 ქულა მოუტანა.

 

ეს შეხვედრა ძალიან ახლოს იყო ფრესთან, ახლა კი, მუნდიალის ზედიზედ მეთერთმეტე შეხვედრა დასრულდა გამარჯვებულის გამოვლენით.

 

შვეიცარია  2:1  ეკვადორი

 

შვეიცარია: ბენალიო, ლიხტშტაინერი, ჯურუ, ფონ ბერგენი, როდრიგესი, ბეჰრამი, ინლერი, შაქირი, ქსაკა, შტოკერი (მეჰმედი 46’), დრმიჩი (სეფეროვიჩი 75’).

 

ეკვადორი: დომინგესი, პარედესი, გუაგუა, ერასო, აიოვი, ა.ვალენსია, გრუესო, ნობოა, მონტერო (როხასი 77’), ე.ვალენსია, კაისედო (აროიო 70’).

 

გოლები: ე.ვალენსია (22’), მეჰმედი (48’), სეფეროვიჩი (90+3’)

 

გაფრთხილებები: ჯურუ (84’), პარედესი (53’).

 

მსაჯი: რავშან ირმატოვი (უზბეკეთი).

 

 



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016