reportiori.ge - ბენზემამ ჰონდურასი გაანადგურა (ვიდეო)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 03 მარტი, 2025. 01:42
სპორტი
ბენზემამ ჰონდურასი გაანადგურა (ვიდეო)
16 ივნისი, 2014. 17:55



ბრაზილიის 2014 წლის მუნდიალის E ჯგუფის მეორე მატჩში ერთმანეთს საფრანგეთისა და ჰონდურასის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. ფრანგები ფავორიტებად მოიაზრებოდნენ და საკმაოდ სამართლიანადაც, ბენზემამ დუბლი შეასრულა, ერთი გოლი კი საკუთარ კარში ჰონდურასის კარის დარაჯს გაატანინა.

 

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის ნაკრებს უკანასკნელი 3 მსოფლიო ჩემპიონატის გათამაშების პირველ შეხვედრებში გოლი არ ჰქონდა გატანილი. ეს ტრადიცია გუშინ, ჰონდურასთან თამაშის 43-ე წუთზე დაირღვა. მეტოქემ ფრანგებს პირველ ტაიმში ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია და კარი მშრალად შეინახა. პირველი ნახევრის მიწურულს, ნათელი გახდა, რომ ჰონდურასელები წინააღმდეგობას ვეღარ გაუწევდნენ დიდიე დეშამის გუნდს, რადგან მატჩის მთავარმა არბიტრმა პოგბას საჯარიმოში წაქცევის გამო, ვილსონ პალასიოსს ყვითელი ბარათი უჩვენა, მას უკვე ჰქონდა ერთი გაფრთხილება, ასე რომ, ბარათი წითელში გადაიზარდა და ჰონდურასელები 10 კაცით დარჩნენ. ბენზემამ პენალტის რეალიზება შეძლო და ანგარიში გახსნა - 1:0.

 

მეორე ტაიმის საწყის წუთებზე, ბენზემას ეფექტურ დარტყმას მორიგი გოლი მოჰყვა. ბურთი ჯერ ძელს მოხვდა, შემდეგ ნოელ ვალიადარესს და ამის შემდეგ, თუ თანამედროვე ტექნოლოგიებს დავუჯერებთ, კარის ხაზი გადაკვეთა.

 

72-ე წუთზე, მადრიდის „რეალის“ 26 წლის ფორვარდმა დუბლის შესრულება შეძლო, დებუშის დარტყმულს ძლიერად დაამატა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში - 3:0 დააფიქსირა.

 

საფრანგეთი  3:0  ჰონდურასი

 

საფრანგეთი: ლორისი, დებუში, ვარანი, საკო, ევრა, ჰოგბა (სისოკო 57’), კაბაიე (მავუბა (65’), მატუიდი, ვალბუენა (ჟირუ 78’), ბენზემა, გრიზმანი.

 

ჰონდურასი: ვალიადარესი, ბეკელესი, ბერნარდესი (ჩავესი 46’), ფიგეროა, იზაგირე, ნახარი (კლაროსი 58’), გარიდო, პალასიოსი, ესპინოსა, ბენგტსონი (გარსია 46’), კოსტლი.

 

გოლები: ბენზემა (43’ პენ.), ვალიადარესი (48’ ა.გ.), ბენზემა (72’).

 

გაფრთხილებები: ევრა (7’), პოგბა (28’), კაბაიე (45+2’) - პალასიოსი (28’), გარსია (53’), გარიდო (83’).

 

გაძევება: პალასიოსი (43’)

 

მთავარი არბიტრი: სანდრო რიკი (ბრაზილია)

 

 





 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016