NBA-ს ფინალურ დაპირისპირებაში, შარშანდელის მსგავსად, „მაიამი ჰიტი“ და „სან ანტონიო სპურსი“ ტიტულის მოსაპოვებლად იბრძოდნენ, თუმცა წელს გამარჯვებული სერიის მეხუთე მატჩში გამოვლინდა.
შეგახსენებთ, სერიის პირველი ოთხი შეხვედრის შედეგებს:
1-ლი შეხვედრა - „სან ანტონიო“ 110:95 „მაიამი“
მე-2 შეხვედრა - „მაიამი“ 98:96 „სან ანტონიო“
მე-3 შეხვედრა - „სან ანტონიო“ 111:92 „მაიამი“
მე-4 შეხვედრა - სან ანტონიო“ 107:86 „მაიამი“
სერიის უკანასკნელი დაპირისპირება მეხუთე გამოდგა, სადაც „სან ანტონიომ“ „მაიამი“ 104:87 (22:29, 25:11, 30:18, 27:29) დაამარცხა.
„სან ანტონიოს“ რიგებში გამოირჩნენ ლეონარდი (22 ქულა, 10 მოხსნა), ჯინობილი (19 ქულა), მილსი (17 ქულა), პარკერი (16 ქულა) და დანკანი (14 ქულა, 8 მოხსნა)
„მაიამის“ მაისურით კარგი შეხვედრა ჩაატარეს ჯეიმსმა (31 ქულა, 10 მოხსნა, 5 გადაცემა), ბოშმა (13 ქულა, 7 მოხსნა), უეიდმა (11 ქულა), ბიზლიმ (9 ქულა) და ჩალმერსმა (8 ქულა).
სერიის საბოლოო ანგარიში - 4:1
შედეგად, „სან ანტონიომ“ გასული სეზონის ფინალურ სერიაში განცდილი მტკივნეული მარცხისთვის რევანში აიღო და შვიდწლიანი პაუზის შემდეგ, ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.
„საკუთარი გუნდით ასეთი ამაყი არასდროს ვყოფილვარ და სამწვრთნელო საქმიანობის პერიოდში სეზონისგან ასეთი სიამოვნება არასდროს განმიცდია. გასულ სეზონში განცდილი მძიმე მარცხის შემდეგ საქმეში დაბრუნდით და ფინალში უდიდესი სამუშაო გავწიეთ. ძნელია იმის ახსნა, თუ რას ნიშნავს ეს ყოველივე ჩემთვის“, - აღნიშნა ტეხასელთა მწვრთნელმა გრეგ პოპოვიჩმა.
გთავაზობთ ფინალური სერიის გადამწყვეტ, მეხუთე მატჩის ვიდეო მიმოხილვას: