ბრაზილიის 2014 წლის პლანეტის პირველობაზე, თორმეტი მატჩის შემდეგ, ლოგიკური პირველი ფრე დაფიქსირდა. კურიტიბაში გამართულ შეხვედრაში ერთმანეთს ირანი და ნიგერია დაუპირისპირდნენ. წლების წინ აფრიკის საუკეთესო გუნდს აქტივში 3 ქულის ჩაწერის დიდი სურვილი ჰქონდა, მაგრამ ორთაბრძოლა უგოლოდ დასრულდა - 0:0.
გუნდებს აშკარად ეტყობოდათ, რომ კლასისა და სათანადო გამოცდილების ნაკლებობას განიცდიან. მათი შეტევები უმეტესად ცუდი გადაცემებით, უმისამართო ჩაკიდებებითა და არაზუსტი დარტყმებით სრულდებოდა.
პირველივე წუთებიდან ჩანდა, რომ ირანელთათვის უგოლო ფრე მისაღები ანგარიში იქნებოდა და დროის გაყვანას არ მოერიდებოდნენ. ასეც მოხდა, ჰაგიგიმ კარი გუშინდელ მატჩში მშრალად შეინახა. რაც შეეხება ნიგერიელ ფეხბურთელებს, ისინი გამუდმებით უტევდნენ და ანგარიშის გახსნას ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ.
მიუხედავად არგენტინის წინააღმდეგ ბოსნიელთა წარუმატებელი თამაშისა, არ მგონია ირანსა და ნიგერიას შორის, რომელიმე ევროპელებს მეორე ადგილისთვის ბრძოლაში შეეცილოს. ამ შეხვედრამ გვიჩვენა, რომ F ჯგუფში ყველაფერი გადაწყვეტილია.
ირანი 0:0 ნიგერია
ირანი: ჰაგიგი, მონტაზერი, ჰოსეინი, სადეგი, პულადი, ნეკინამი, ჰაჯსაფი, ჰეიდარი (შოჯაეი 89'), დეჟაგა (ჰაანბახში 78'), ტეიმურიანი, გუჩანეჯადი.
ნიგერია: ენიამა, ემბროუზი, ოშანივა, ობოაბონა (იობო 29'), ომერუო, აზიზი (ოდემვინგი 69'), ობი მიკელი, ონაზი, მუსა, მოზესი (ამეობი 52'), ემენიკე.
გაფრთხილება: ტეიმურიანი (75')