განისა და ამერიკის შეერთებული შტატების საფეხბურთო ნაკრებების შეხვედრამ მოლოდინი გაამართლა. წინა 2 მსოფლიო ჩემპიონატზე, აფრიკელებმა ამერიკელებს ორივე შეხვედრა მოუგეს. იურგენ კლინსმანი გულშემატკივარს შურისძიებას ჰპირდებოდა. შეხვედრის დაწყებიდან 29 წამში, „სიეტლ საუნდერსის" თავდამსხმელმა კლინტ დემპსიმ მუნდიალის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა და აშშ წინ გაიყვანა - 1:0.
არაერთი მცდელობის მიუხედავად, მორიგი გოლი 82-ე წუთამდე ვერ ვიხილეთ, როცა განელმა ანდრე აიუმ ანგარიში გაათანაბრა - 1:1. ყველაფერი მიმდინარე მუნდიალის მეორე ფრეს მოასწავებდა, რომ არა ბრუკსის შესანიშნავი თავური დატყმა. ამერიკელმა ტაბლოზე საბოლოო ანგარიში - 1:2 დააფიქსირა და საკუთარ გუნდს მსოფლიო ჩემპიონატზე განის წინააღმდეგ პირველი გამარჯვება მოუტანა.
რა შეიძლება ითქვას, განის ფეხბურთელები ძალიან კარგად არიან ფიზიკურად მომზადებული, თუმცა რამდენად თამაშობენ ამ ეტაპზე ფეხბურთს ძნელი სათქმელია. აშშ-მ იმედები გაამართლა. კლინსმანის გუნდმა კარგად ჩატარებული საკვალიფიკაცო ეტაპის შემდეგ, პირველი გამარჯვება მოიპოვა და პორტუგალიას მეორე ადგილისთვის ომი გამოუცხადა.
განა 1:2 აშშ
განა: კვარასი, ოპარე, ბოიე, მენსა, ასამოა, რაბიუ (ესიენი 71'), მუნტარი, ანდრე აიუ, ჯ. აიუ (ბოატენგი 59'), ატსუ (ადომა 78'), გიანი.
მთავარი მწვრთნელი: ჯეიმს კვესი აპია
აშშ: ჰოვარდი, ჯონსონი, კემერონი, ბესლერი (ბრუკსი 46'), ბიზლი, ბრედლი, ბეკერმანი, ჯონსი, ბედოია (ზუსი 77'), დემპსი, ალტიდორი (იოჰანსონი 23').
მთავარი მწვრთნელი: იურგენ კლინსმანი
გოლები: დემპსი (1'), ანდრე აიუ (82'), ბრუკსი (86').
გაფრთხილება: რაბიუ, მუნტარი.
მსაჯი: იონას ერიქსონი (შვედეთი)