reportiori.ge - საფეხბურთო სამყარო მუნდიალზე ბელგიის განცობის მოლოდინშია (პრევიუ)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 03 მარტი, 2025. 01:11
სპორტი
საფეხბურთო სამყარო მუნდიალზე ბელგიის განცობის მოლოდინშია (პრევიუ)
17 ივნისი, 2014. 17:44


დღეს, თბილისის დროით 20:00 საათზე, სტადიონ „მინაირაოზე", ბელგია აჟირს დაუპირისპირდება. მატჩს მექსიკელი არბიტრი მარკო როდრიგესი განსჯის.


ბელგიელთა მისამართით დიდი ინტერესია. ახალგაზრდული და ძლიერი ფეხბურთელებით დაბალანსებული გუნდისგან საფეხბურთო ექსპერტები და გულშემატკივრები ბევრს ელიან. ამ ყოველივეს ისიც ემატება, რომ საკმაოდ სუსტ ჯგუფში მოხვდნენ ალჟირის, რუსეთისა და სამხრეთ კორეის ნაკრებებთან ერთად. მათ შორის ყველაზე სუსტ მეტოქეს, ალჟირს დღეს საკმაოდ რთული შეხვედრა ელის.


აღსანიშნავია, რომ ბელგიელთა მთავარი ფორვარდი რომელუ ლუკაკუ ტრავმის შემდეგ გამოჯანმრთელდა და სრულ მზადყოფნაშია. აზარის მუნდიალზე ხილვას მთელი მსოფლიო მოელის. დაცვითი ხაზი საკმაოდ დამაჯერებელია. კარს კი ამომავალი ვარსკვლავი ტიბო კურტუა იცავს. ერთი სიტყვით, ბელგიელებს ყველაფერი აქვთ, რათა ყველა გააკვირვონ.


რაც შეეხება ალჟირელებს, მათ ტრავმის შემდეგ იებდა დაუბრუნდათ, თუმცა მისი მოედანზე ხილვა დღეს ნაკლებად სავარაუდოა. შედარებით ძლიერი რგოლი ალჟირელთათვის ნახევარდაცვაა, სადაც საკმაოდ კარგი შემსრულებლები თამაშობენ, თუმცა რამდენად გაუწევენ წინააღმდეგობას მეტოქეს საკმაოდ რთული სათქმელია.

 

წინასწარი შემადგენლობა:

 

ბელგია (4-3-2-1) : კურტუა - ალდერვეირელდი, ვან ბუიტენი, კომპანი, ვერტონგენი - დეფური, ვიტსელი, დემბელე - აზარი, მერტენსი - ლუკაკუ.


ალჟირი (4-3-3) : მბოლი - მოსტეფა, ბუგერა, კადამურო, გულამი - მეჯანი, ბენტალები, ტაიდერი - ფეგული, სლიმანი, სუდანი.


„ჩვენ გავაანალიზეთ უკანასკნელი ათი შეხვედრა, რათა გაგვეგო, როგორი იქნებოდა მეტოქის ძირითადი შემადგენლობა. ჩანაწერებს ვერ გაჩვენებთ, მაგრამ თითოეულ მოთამაშეზე ყველაფერი ვიცი, თუ რა როლს თამაშობენ სისტემაში. ამრიგად, ჩვენ მზად ვართ და ალჟირზე ყველაფერი ვიცით", - განაცხადა ბელგიელთა თავკაცმა მარკ ვილმოტსმა.


„ძალიან მიყვარს წნეხის ქვეშ ყოფნა. თუკი ვერ თამაშობთ ასეთ სიტუაციაში, მსოფლიო ჩემპიონატზე არაფერი გესაქმებათ", - აღნიშნა რომელუ ლუკაკუმ.


„ალჟირს არასოდეს გაუვლია პირველი რაუნდი - ეს ჩვენი მიზანია. ბრაზილიაში შემართებით ჩამოვედით. ეს ჩვენი მეოთხე მუნდიალი იქნება. გვინდა ალჟირის საფეხბურთო ისტორიაში კვალი დავტოვოთ", - განაცხადა ალჟირის ფორვარდმა ისლამ სლიმანიმ.


ურთიერთშეხვედრები:

 

გუნდებს 2 მატჩი აქვთ ერთმანეთში ჩატარებული. ერთი ბელგიამ მოიგო, მეორე კი ფრედ დასრულდა.


საინტერესო ფაქტები:

 

- მსოფლიო ჩემპიონატზე უკანასკნელი 10 შეხვედრიდან ბელგიელებმა მხოლოდ ერთი მოიგეს.


- მიუხედავად ზემოთხსენებულისა, 1998 და 2002 წლებში ბელგიის ნაკრებს წაგება არ განუცდია (1 გამარჯვება და 5 ფრე).


- მუნდიალის უკანასკნელ 5 შეხვედრაში ალჟირს გოლი არ გაუტანია - ბოლივიასთან ერთად ეს სარეკორდოა.


- ალჟირის შემადგენლობიდან 17 ფეხბურთელი საფრანგეთის ტერიტორიაზეა დაბადებული.


Reportiori.ge-ს პროგნოზი: 3:0

რჩევა ტოტალიზატორის მოყვარულებს: 1


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016