reportiori.ge - „არასაპარლამენტო ოპოზიციის“ ოფისთან ახალქალაქში მოქალაქეებმა აქცია გამართეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 03 დეკემბერი, 2024. 13:06
საზოგადოება
„არასაპარლამენტო ოპოზიციის“ ოფისთან ახალქალაქში მოქალაქეებმა აქცია გამართეს
17 ივნისი, 2014. 19:21


„არასაპარლამენტო ოპოზიცია" არჩევნების სადამკვირვებლო მისიებს 18  ივნისს ახალქალაქში სხდომაზე დასწრებისკენ მოუწოდებს. როგორც კოალიციიდან „რეპორტიორს" აცნობეს, ახალქალაქის ოლქში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ტოტალურად გაყალბების გამო „არასაპარლამენტო ოპოზიციის" ოფისთან უამრავი ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.


შეკრებილებს სიტყვით მიმართეს „არასაპარლამენტო ოპოზიციის" ლიდერებმა კახა კუკავამ, მანანა ნაჭყებიამ და ადგილობრივმა ლიდერებმა. შემდეგ მიტინგის მონაწილეები ახალქალაქის საოლქო კომისიისკენ გაემართნენ. საოლქო კომისიისგან „არასაპარლამენტო ოპოზიციის" წარმომადგენლებმა მოითხოვეს ხვალ საოლქო კომისიის სხდომის დანიშვნა, რომელიც „არასაპარლამენტო ოპოზიციის" მიერ დაწერილ საჩივრებს განიხილავს.


როგორც საოლქო კომისიის თავმჯდომარე, ასმიკ მარანგოზიანმა განაცხადა, სხდომა ხვალ 18 ივნისს, 14:00 საათვისთვის არის დანიშნული.


„არასაპარლამენტო ოპოზიცია" მოუწოდებს ყველა სადამკვირვებლო მისიას, გამოაგზავნონ თავიანთი წარმომადგენლები  სხდომაზე დასასწრებად. მიტინგის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ისინი ხვალ 2 საათვისთვის კვლავ შეიკრიბებიან საოლქო კომისიასთან და სამართლიან გადაწყვეტილებას მოითხოვენ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016