reportiori.ge - ფესტივალის დეტალები,რომელიც ასურეთში ჩაიშალა ცნობილი მისი ჩატარების შემდეგ გახდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 11:54
კულტურა
ფესტივალის დეტალები,რომელიც ასურეთში ჩაიშალა ცნობილი მისი ჩატარების შემდეგ გახდება
ავტორი:
17 ივლისი, 2013. 18:59

Asureti OPEN Air Misterika Festival, რომელიც ასურეთში უნდა ჩატარებულიყო და როგორც ცნობილი გახდა, ადგილობრივ ხელისუფლებისა და სამღვდელოების მიერ ჩაიშლა, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე გაიმართება. როგორც ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი „რეპორტიორთან" საუბარში აცხადებს, ზუსტ ინფორმაციას ვინ და რატომ ჩაშალა ფესტივალი, მისი დამთავრების შემდეგ გაასაჯაროებენ, ამჟამად სახელისა და გვარების დაკონკრეტებისგან ურჩევნიათ თავი შეიკავონ, რადგან ფესტივალი ხვალ იწყება და ცდილობენ მოსალოდნელი არეულობებისგან თავი დაიზღვიონ.


Misterika Festival-ის ასურეთში ჩაშლას თეთრიწყაროს რაიონის კულტურის სამსახურის უფროსი ვაჟა სულხანიშვილი ადასტურებს. მისი თქმით,  ფესტივალის ასურეთში ჩატარების წინააღმდეგი მუნიციპალიტეტი, ადგილობრივი სამღვდელოება და საპატრიარქო არიან.


სულხანიშვილის თქმით, ფესტივალი სატანისტური და არაქართულია. იგი ფესტივალის ლოგოზე დაყრდნობით ამბობს, რომ მასზე გამოსახული თვალი და ინგლისურენოვანი წარწერა „We are the world" (ჩვენ ვართ მსოფლიო) ანტიმართლმადიდებლურ გზავნილად მიაჩნია. ამის პარალელურად, ადგილობრივი თვითმმართველობა მზად არის ტურიზმის განვითარებისთვის ფესტივალებს მხარი დაუჭიროს, თუმცა ამაში ანტიქართული საქმე არ იგულისხმება.


Misterika Festival-ის ორგანიზატორებმა ფესტივალის ჩატარების ადგილი შეცვალეს. მათ თბილისის ზღვის მიმდებარედ ნაციონალურ პარკში გადაინაცვლეს.


როგორც „რეპორტიორს" ფესტივალის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მაშკა დავლიანიძემ განუცხადა, იმის გამო, რომ ფესტივალი ხვალ იწყება, სავარაუდო ხმაურის თავიდან აცილების მიზნით, ორგანიზატორები სრულ ინფორმაციას ინცინდენტის შესახებ, ფესტივალის დამთავრების შემდეგ გაახმაურებენ.

 

„რეპორტიორი" ფესტივალის მონაწილეს, მუსიკოსს, პროექტ GRAVITY-ს ერთ-ერთ წევრს ტატო რუსიასაც ესაუბრა:   

 

-ფესტივალის ჩაშლის მიზეზი ადგილობრივი ხელისუფლებისათვის ის გახდა, რომ მათი თქმით ის არაქართული და სატანისტურია.

 

-აბსურდია. არანაირი სატანიზმის პროპაგანდას არ აქვს ადგილი. ეს ფესტივალი არის შანსი, რომ ხალხი გაერთოს, მოუსმინოს გემოვნებიან მუსიკას და ერთგვარად დაისვენოს დაძაბული და საოცრად ცხელი ზაფხულისგან. ძალიან პოზიტიური და ორიგინალური ფესტივალია. მიმაჩნია, რომ უსამართლობაა ასეთი ნეგატიური დამოკიდებულება მის მიმართ. დღეს საქართველოში ძალიან მოდური გახდა მასონური იდეოლოგიის და ზოგადად შეთქმულების თეორიის წინააღმდეგ ბრძოლა. მერწმუნეთ, არანაირი კავშირში არაა ეს ფესტივალი ამ ორ რამესთან. თვალი ყველა ადამიანს აქვს, მაგრამ მასონები კი არ არიან.

 

მუსიკალური ფესტივალი Asureti OPEN Air Misterika Festival ელექტრონული მუსიკის ასურეთში უნდა გამართულიყო. მასში  ქართველი, უკრაინელი, რუსი, პოლონელი, ბრიტანელი, ჩეხი, ლიტველი, ფინელი, ბერძენი, შვედი შემსრულებლები მონაწილეობენ. ფესტივალი ახლა უკვე 18-22 ივლისს თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.

ლილი მიროტაძე

 

 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016